LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Future Laboratory-მ უზბეკეთს ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებში რჩევები მისცა

143

Future Laboratory-ს გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქაშიბაძემ უზბეკეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სამინისტროს და უზბეკეთის რეგიონალური მთავრობების წარმომადგენლებს გაუზიარა გამოცდილება და გააცნო რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში ელექტრონული კომერციის, ინტერნეტ ბიზნესის და ინოვაციების განვითარება.

ამასთან, ირაკლი ქაშიბაძე რეგიონალურ ღონისძიებაზე – ICT Week Uzbekistan სიტყვით გამოვიდა, სადაც კონკრეტულ რჩევებზე ისაუბრა, თუ როგორ უნდა მოხდეს განხორციელებული ინვესტიციებიდან, მაქსიმალური ეფექტის მიღება ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას Future Laboratory-ის განათლების ინოვაციების მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნეს. კერძოდ, თუ როგორ ახდენს Future Laboratory სკოლებში სწავლების პროცესის მოდერნიზაციას, ნერგავს მომავლის პროფესიებს და 21-ე საუკუნის სწავლების პროცესს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები