LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაბრიელ “კოკო” შანელი და მისი საიდუმლო სიმბოლოები

355

ლეგენდარული და ამოუცნობი, ერთდროულად ძლიერიც და სუსტიც, პოპულარული, მაგრამ მაინც მარტოსული გაბრიელ შანელი ყოველთვის დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი ნიჭით იკვალავდა გზას მოდის სამყაროში, ებრძოდა შიშებს, ეწინააღმდეგებოდა პირობითობას და მოთმინებით იტანდა ბედის ყველა დარტყმას. რა გასაკვირია, რომ მხარდაჭერას და დახმარებას, მფარველობას და დაცვას მან იმ საიდუმლო სიმბოლოებში, ციფრებსა და თილისმებში მიაგნო, რომელებიც საკუთარი შემოქმედების აუცილებელ ელემენტებად აქცია.

ლომი

პირველი და ყველაზე აშკარა მეტაფორა – მებრძოლი და დაუმორჩილებელი ლომი, სინამდვილეში შანელის ზოდიაქოს ნიშანია. ის ასტროლოგიის თაყვანისმცემელი იყო, სჯეროდა ჰოროსკოპების და წინასწარმეტყველებების, ამიტომ ლომის სიმბოლოც ლეიტმოტივად გასდევს მთელ მის ცხოვრებას.

“მე ლომი ვარ, ამიტომ როცა საფრთხეს ვგრძნობ, კლანჭებს ვუშვებ. თუმცა დამიჯერეთ, მირჩევნია ჭრილობებისგან დაიტანჯო, ვიდრე სხვას მიაყენო ტკივილი”, – ხშირად იმეორებდა შანელი.

ლომი არა მარტო მფარველობდა შანელს, არამედ ანუგეშებდა კიდეც. არტურ კეიპელის გარდაცვალების შემდეგ, დეპრესიისგან თავის დასაღწევად შანელი ვენეციაში გაემგზავრა – ქალაქში, რომლიც ჰერალდიკური სიმბოლო სწორედ ლომია. პარიზის ბინისთვის კამბონის ქუჩაზე კი, ლომის რამდენიმე სტატუეტი შეიძინა, რომელთაგან ერთ-ერთი – ყველაზე საყვარელი ყოველთვის მის სამუშაო მაგიდაზე იდგა. ლომის გამოსახულება იყო ამოტვიფრული შანელის ტვიდის კოსტიუმების ღილებზე და საიუველირო ნაკეთობებზე. მეფური ცხოველი ყოველთვის შთააგონებდა დიზაინერს და დღესაც CHANEL-ის მოდის სახლის სიმბოლოა.

ციფრების მაგია

ასრტოლოგიასთან ერთად შანელს ნუმეროლოგიაც იტაცებდა და თვლიდა, რომ “5”, რომელიც მოგვიანებით CHANEL-ის სახლის კიდევ ერთ თილისმად იქცა, მისი ბედნიერი ციფრი იყო. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ მისი ზოდიაქოს ნიშანი – ლომი სწორედ მეხუთეა ციკლში, საკრალური “ხუთიანის” გარშემოა აგებული Сhanel № 5-ის დაბადების ისტორიაც.

სადებიუტო არომატის შესაქმნელად შანელმა რუსეთის სამეფო კარის პარფიუმერი ერნესტ ბო მიიწვია და ისეთი სუნამოს შექმნა თხოვა, რომელსაც “ქალის სუნი” ექნებოდა. პარფიუმერმა 80 განსხვავებული ინგრედიენტი შეურია და პარფიუმერიის ისტორიაში ყველაზე აბსტრაქტული, ამოუცნობი და ნოვატორული არომატი შექმნა. რამდენიმე მზა ვარიანტი დანომრილი ფლაკონით ბომ შანელს წარუდგინა და რთული მისახვედრი არაა, რომელი აირჩია დიზაინერმა. ქალურმა ინტუიციამ და “ციფრებით თამაშმა” გაამართლა – Сhanel № 5 დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არომატია მთელ მსოფლიოში.

კოკო შანელი ეთაყვანებოდა “ხუთიანს”. მას ხუთი საყვარელი ფერი ჰქონდა და მის პირველ საიუველირო კოლექციაშიც “Bijoux de Diamants” ხუთი ძირითადი თემა იყო. წარმატებული აღმოჩნდა Chanel-ის კლასიკური ჩანთა “2.55”, რომლის სახელიც შექმნის თარიღზე – 1955 წლის თებერვალზე მიუთითებდა.

 

კამელიას ყვავილი

ძველბერძნული ლეგენდის თანახმად, განრისხებულმა აფროდიტემ ცივი და უგრძნობი ახალგაზრდა ლამაზმანები, რომლებმაც უარი უთხრეს სიყვარულზე ამურს, კამელიას ყვავილად აქცია და სწორედ ამიტომ არ აქვს მას სუნი. მშვენიერ თეთრი ყვავილი თავისი უძველესი სიმბოლიზმით საინტერესო აღმოჩნდა შანელისთვის. ის ხშირად იმეორებდა, რომ კამელია – უსუნო ყვავილია და ამიტომ ერთადერთია, რომელიც Chanel №5-ს არომატში არ ეცილება. არსებობს ვერსია, რომ ვესტმისტერის ჰერცოგის მორთმეული პირველი თაიგული, რომელთანაც შანელს რომანი ჰქონდა, სწორედ კამელიები იყო. მოგვიანებით, შანელმა კამელია თავის კიდევ ერთ თილისმად აქცია და ერთ-ერთი საიუველირო კოლექცია Camelia-ც მიუძღვნა.

690x690_0xd42ee42a_16477353521448635747

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები