LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემა „ექიმების“ სახელით თაღლითური ჯგუფი სარგებლობს – სპეციალური განცხადება!..

292

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმები“ საკუთარ გვერდზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გადაცემის ავტორთა თქმით, მათი სახელით ბოროტად სარგებლობენ.

„მაყურებლებო და გულშემატკივრებო, ყურადღება!..

გაურკვეველი კომპანია, რომელიც ყიდის პროდუქტს – „Varikosette“(ვენების პრობლემებისთვის) სარგებლობს ჩვენი არხით, გადაცემით, ტელეკომპანიის ლოგოთი, წამყვანების რეპუტაციით და თქვენი ნდობით ჩვენდამი.

გაფრთხილებთ, რომ ჩვენ არანაირ რეკომენდაციას არ ვუწევთ ამ პროდუქტს და გთხოვთ გააზიაროთ ეს ინფორმაცია და გააფრთხილოთ ყველა, რათა არ გახდეთ თაღლითობის მსხვერპლი!

„რუსთავი 2“-ის სამართლებრივი გუნდი მუშაობს აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გასატარებლად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, სალომე ლილუაშვილი კი შემდეგ კომენტარს აკეთებს:

„როგორც „ექიმების“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაურკვეველი კომპანია სარგებლობს „რუსთავი 2“-ის ლოგოთი, გადაცემა „ექიმების“ პრესტიჟით და მაყურებლის ნდობით. თითქოს, ჩვენს გადაცემაში მოწვეული იყო ექიმი მარინა აფციაური. ეს ექიმი რეალურად არსებობს, მაგრამ მოცემულ ბმულში დართულია სხვა ქალბატონის ფოტო. დიალოგი კი, რომელიც თითქოს ჩვენი გადაცემის წამყვანს – ნინო ჩოგოვაძესა და ქალბატონ მარინას შორის შედგა, არის მოგონილი. მსგავსი რამ ჩვენი გადაცემის ისტორიაში არ ყოფილა. მით უმეტეს, აღნიშნული პრეპარატის შესახებ რეკომენდაციები ჩვენს ექიმებს არ გაუწევიათ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფისა და წამყვანი ექიმებისთვის მნიშვნელოვანია მაყურებლის ინტერესები, გადავწყვიტეთ, საქმის კურსში ჩაგაყენოთ – არ გაებათ მაქინაციაში!

კონკრეტული პრეპარატის ვარგისიანობაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ. რასაკვირველია, ეს არის დანაშაული და „რუსთავი 2“-ის იურისტები მუშაობენ ამ საქმეზე“.

14686416_10209453410745278_113686886_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები