LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Angels

ჰიტი, რომელზეც დღეს მოგიყვებით მსოფლიო ვარსკვლავის, რობი უილიამსის სადებიუტო ალბომის მეოთხე სიმღერაა, რომელიც ვარსკვლავმა რეი ჰეფერნენთან და გაი ჩემბერსთან ერთად დაწერა. სინგლი ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში გამოვიდა და ცნობილია, რომ ეს ულიამსის ჰიტების გელერეიდან გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით ეს ლიდერი სიმღერაა. კრიტიკოსების თქმით სიმღერამ ანგელოზებზე უილიამსის სოლო კარიერა ჩაძირვისგან იხსნა. მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი სიმღერას Angels თითქმის ყველა კონცერტის დახურვისას მღერის.  

ეს ჰიტი დიდ ბრიტანეთში ორი წლის განმავლობაში ბესტსელერი იყო და აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის ტრადიციულ დაჯილდოებაზე ჰიტმა 25 წლის მანძილზე საუკეთესო ბრიტანული სიმღერის ტიტული შეინარჩუნა. წარმატების მიუხედავად გაერთიანებული სამეფოს მუსიკალურ ჩარტებში სიმღერა მეოთხე პოზიციაზე, თუმცა, ბრიტანული ჩარტების ოფიციალური მონაცემებით ორიათასიან წლებში სინგლის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა. სიმღერისთვის კლიპი ვოჰან არნელმა გადაიღო, მოგვიანებით კი რეჟისორმა მსგავსი ვიდეო ოლი მერსის სინგლისთვისაც შექმნა. რობი უილიამსის კლიპის მიხედვით გადაღებულ იმიტირებულ ვიდეოში ოლისთან ერთად პატარა როლი თავად რობისაც ერგო.  

ბრიტანული ტელევიზიის მიზიქ ჩოისის გამოკითხვის თანახმად, Angels პირველ პოზიციაზეა იმ სიმღერების ნუსხაში, რომლებსაც მელომანები საკუთარ დაკრძალვაზე ჩართავდნენ.  

მსოფლიო ჰიტი ანგელოზებზე სხვადასხვა ენაზე ისეთმა მომღერლებმა ჩაწერეს, როგორებიც არიან: ჯესიკა სიმფსონი, დევიდ არჩულეტა, პატრიციო ბუანე და სხვები.

ბრიტანეთის ტრადიციულ დაჯილდოებაზე უილიამსმა ჰიტი ჯოს სტოუნთან ერთადაც შეასრულა.

ჟურნალისტი, ნიკა კაცია

გადაცემის ჩანაწერი

 

https://www.youtube.com/watch?v=O3dur6g-wog