LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი კეკუა: “ჩემი რჩეული კარგი ბიჭი, კარგი ადამიანია”

“გუშინ დავიწერეთ ჯვარი; ჩემი რჩეული ერთი კარგი ბიჭი, კარგი ადამიანი, გიორგი გოგბაიძეა; სიმღერის მიმართულებით არა, მაგრამ პროფესიულად თავიდანვე ვიკვეთებოდით. იმ პერიოდიდან, როცა “კავკასიის ბიზნეს სკოლაში”, მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით ჩავაბარე. სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ.  მაქვს გეგმები და ამ მხრივ გიორგიც ძალიან მეხმარება; ხშირად ვსაუბრობთ და გიორგიც მეუბნება, რომ უნდა გავაგრძელო სიმღერა; ჩვენი სიყვარულის ისტორია დიდი ხანია გრძელდება – 7 წელი; ცალ-ცალკე გვიწევდა, საზღვარგარეთ სწავლა და მაინც ბოლომდე შევინარჩუნეთ ურთიერთობა, რაც გიორგის დამსახურებაა; ჩვენ რამდენჯერმე უკვე ვიმოგზაურეთ და მომდევნო ეტაპზე გვინდა, რომ ჩვენი სახლი გვქონდეს და ცალკე ვიცხოვროთ. ეს არის მარტივი გეგმა” – ანი კეკუამ  გადაცემაში “ლიმონი” ექსკლუზიურად “ფორტუნას” მსმენელს გაბედნიერების შესახებ უამბო.