LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანსამბლი ”ალილო” სიმღერის პრემიერით

Ardaidardo.Ge

გადაცემას ”დამზადებულია საქართველოში” ანსამბლ ”ალილოს” წევრები  – ზურა დათიკაშვილი, ალეკო თაქთაქიშვილი და ნიკო გოგოლაძე ესტუმრნენ.


ზურა: – პირველ რიგში, გვინდა მწუხარება გამოვთქვათ ზვიად ბერიაშვილის გარდაცვალების გამო. ის ჩვენი მეგობარი, კარგი მომღერალი და პიროვნება გახლდათ. მართალია, არ გვქონდა სახალისო განწყობა, თუმცა, ეს ჩვენი საქმეა და სტუმრობა არ გადავდეთ.


ანსამბლზე გვიამბეთ….

დავიწყოთ ღრმა წარსულიდან. ანსამბლის შეკრება აწ განსვენებულმა გურამ თამაზაშვილმა ითავა და ეს იყო 2000 წელს. მაშინ ანსამბლს ერქვა ”ზარები”, შემდეგ კი მარიკო კვალიაშვილისა და თამაზ სანებლიძის სიმღერის მიხედვით  და უწმინდესის სურვილით დაერქვა”ალილო”. მაშინ შემადგენლობაში 14 ადამიანი იყო, მათი ნაწილი დღესაც ანსამბლშია. სასიხარულო და აღსანიშნავია ის, რომ 15 წლის განმავლობაში ”ალილომ” საზოგადოებაში დიდი სიყვარული მოიპოვა. ბატონი გურამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ანსამბლს რეპეტიციები თითქმის აღარ ჰქონია, მისი გარდაცვალების შემდეგ კი წელიწადნახევრიანი პაუზა გვქონდა. ანსამბლის სახელის შენარჩუნებაში კვარტეტმა ”ალილომ” დიდი წვლილი ითამაშა. აქედან მინდა მათ ამისათვის მადლობა გადავუხადო. პაუზის შემდეგ ანსამბლის წევრებმა განაახლეს მუშაობა და მეც სწორედ ამ პერიოდში, ხელმძღვანელის როლში შევუერთდი ”ალილოს”. ჩვენი სამეგობროს დახმარებით მოვახერხეთ სამოსის შეძენა, ჩავწერეთ რამდენიმე სიმღერა და გვაქვს დიდი სურვილი ალბომად გავაერთიანოდ.


მუსიკალურად შევაჯამოთ – რა იყო ადრე და რა არის ახლა?

ალეკო: – მე ”ალილოში” დასაწყისიდან მოყოლებული ვარ. იმ პერიოდში, როდესაც ბატონი გურამი ცოცხალი იყო, ვიმუშავეთ ფოლკლორზეც, კვარტეტმა კი ქალაქური სიმღერები ჩაწერა. გამოვუშვით ორ დისკიანი ალბომიც.

ნიკო: – სულ სამი წელია რაც აქ ვარ, ეს ზურა დათიკაშვილის დამსახურებაა, მანამდე სამების საკათედრო ტაძრის გუნდსა და ”ბასიანის” შემადგენლობაში ვიყავი.


ზურა, მე არ ვიცი თქვენი მუსიკალური წარსული…

მე და ალეკო ვართ სტაჟიანი მეგობრები, მეორე კლასიდან მოვდივართ. ანსამბლ ”დარიალში” თემურ ქევხიშვილთან დავიწყე სიმღერა, 16 წლის ასაკში ამჟამინდელ ”ერისიონში” ვიყავი, შემდეგ იყო ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელა, იყო ანსამბლი ”ლაშარიც”. ”ლაშარიდან” საპატრიარქოში ანსამბბლი ”ბასიანი” შევქმენით. ტრიო ”სიმთან” ანსამბლიც გვქონდა და გასტროლებით ვმოგზაურობდით. პარალელურად ბავშვებთანაც ვმუშაობდი. მყავს ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ”ალილო”.


რა სიახლეებია ანსამბლში?

ბოლო ხუთი წელია გავაქტიურდით. გვაქვს მრავალფეროვანი რეპერტუარი, ანსამბლის 5-6 წევრი თითქმის ყოველდღე ვიკრიბებით. გვაქვს რამდენიმე ჟანრის სიმღერები… პარალელურად ჩაიწერა რამდენიმე სიმღერა. ვგეგმავთ ორდისკიანი ალბომი გამოვცეთ, ანსამბლში დღეის მდგომარეობით არის 12 ადამიანი, პერიოდულად ორ ადამიანს ვიხმართ ხოლმე, ანსამბლში ხშირად ვიწვევთ ჩემს წამოზრდილ ბიჭებს. ეს არის ოჯახი, გვაქვს ჩახლართული, სასიყვარულო, ნათესაური ურთიერთობები.


რითი ირჩენს ”ალილო” თავს?

ჩვენი შემოსავლის წყარო არის კორპორატიული საღამოები.  სახელწოდება ”ალილო” საზოგადოებაში გაორებას იწვევს. კვარტეტი დღეს უფრო პოპულარულია და დამქირავებლისთვის ოთხი ადამიანის მიწვევა უფრო ხელსაყრელიც არის. რესტორან ”ქართულ სახლში” კვირაში რამდენიმე დღე გამოვდივართ მსმენელის წინაშე.


ალეკო, რითი შეიძლება მსმენელმა განასხვავოს ანსამბლი ”ალილო” დიდი კონკურენციის ფონზე?

ეს თავად მსმენელმა უნდა განასხვავოს და შეაფასოს. ყველა ანსამბლს თავისი ხელწერა აქვს. ზურასაც რა თქმა უნდა თავისი ხელწერა აქვს.


ვისაუბროთ ალბომზე… რომელი კომპოზიტორები იქნებიან წარმოდგენილნი?

რამდენიმე მათგანი უკვე ცნობილია, ესენი არიან: ქეთი გაბისიანი, ნატო თოთიბაძე, დათო არჩვაძე…


რას გეგმავთ?

გვსურს რამდენიმე საელჩოსთან ვიურთიერთოდ, რაც თავისთავად გასტროლებს გულისხმობს. სხვადასხვა ქვეყანაში რეპერტუარი სხვადასხვანაირად მესახება.


რომელ სიმღერას მოყვება ხოლმე ყველაზე დიდი ოვაცია?

ორი წლის წინ გავაკეთეთ ”აჭარული” სიმღერების პოპური, რომელსაც მოცეკვავეთა ანსამბლი აფორმებს და ეს ხდება ხოლმე პიკი. აპლოდისმენტები ბევრია – ალბათ რაღაც გამოგვდის…


ახალ სიმღერაზე გვესაუბრეთ…

ნანა ცინცაძეს ეკუთვნის ტექსტი, კომპოზიტორი კი ქეთი გაბისიანი გახლავთ. როდესაც ქეთიმ ”ჩონჩხი” მოგვასმენინა, ძალიან მოგვეწონა. არანჟირება ზაზა ხუბუკელაშვილმა გააკეთა. ჩავწერეთ თემო მაისაშვილთან. სიმღერას ანსამბლ ”ალილოს” ათი წევრი ასრულებს. სიმღერის სახელწოდებაა ”თბილისს”.

ანსამბლი “ალილო” – თბილისს

Audioansalilo-tbiliss

გადაცემის აუდიოჩანაწერი 

Audiodamzsaqalilo

ანს. ალილო – ღვინის აღმართი. Live

ანს. ალილო – ზამთარია. Live

ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge