LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა რაჭველიშვილი, დათუნა ალადაშვილი და ნიკოლოზ რაჭველის “The Rest In Silence” ლასკალაში, ძალადობის წინააღმდეგ

“ლონდონში, ვერდის “ტრუბადურის” პრემიერა გვაქვს პირველ დეკემბერს. ჩემი როლის, აზუჩენას დებიუტია და განსაკუთრებული ემოციებით ვარ განწყობილი. ულტრათანამედროვე დადგმა გვაქვს – აბსოლუტურად თანამედროვე დეკორაციებია. ამერიკული საშინელებათა ფილმის სტილშია დადგმულ სპექტაკლი, გერმანელი რეჟისორის მიერ; შეურაცხადი ქალის როლი მაქვს – აზუჩენა ყოველთვის შეურაცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში აქცენტირებულია ძალიან, რეჟისორის მიერ; ვოკალური სირთულის გარდა, ამ როლს დრამატული სირთულეც თან ახლავს; მიყვარს ორმაგად დატვირთლი როლები; არტისტისთვის აპლოდისმენტები მთავარი საჩუქარია – ამაზე მეტად არაფერი გვინდა, არაფერი გვახარებს, არაფერი გვმუხტავს დადებითი ენერგიით; საოცარი პროფესიაა, რომელიც მოითხოვს ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ფიზიკურ შრომას. სიმღერა იგივე სპორტია; ლონდონიდან თბილისში დავბრუნდები. შემდეგ მაქვს კარმენი, მიუნჰენის ბავარიის ოპერაში. ჩიკაგოში მივდივარ, ამის შემდგომ, პარიზში ვბრუნდები კარმენით და მაქვს დებიუტი ორანჟის ფესტივალზე; ყველაზე მნიშვნელოვანი – 19 დეკემბერს, მილანში, ლასკალაში, მე და დათუნა ალადაშვილს გვაქვს კონცერტი. ორი ქართველი ვიდგებით სცენაზე და შევასრულებთ ნიკოლოზ რაჭველის ახალ ციკლს “The Rest In Silence“, რომელიც სპეციალურად ჩემთვის დაწერა – ამ ციკლით ძალადობას ვეწინააღმდეგებით” – ექსკლუზიურად ფორტუნას მსმენელისთვის მსოფლიოში აღიარებულმაოპერის ვარსკვლავმა ლონდონურ პრემიერაზე და რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა. გადაცემაში “ლიმონი” ანიტა რაჭველიშვილმა სპეციალურად მისთვის დაწერილ ციკლზე გაამახვილა ყურადღება, რომლის ავტორიც ნიკოლოზ რაჭველია. “The Rest In Silence” ქართულ, ებრაულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზეა დაწერილი და ანიტა მას დათუნა ალადაშვილთან ერთად, ლასკალაში შეასრულებს. ანიტას თქმით სამი ქართველი ხელოვანი ძალადობის წინააღმდეგ გაერთიანდა.

გადაცემის ჩანაწერი