LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუჭერს თუ არა მხარს საკრებულო ქუმსიშვილსა და ლექვინაძეს

გადაცემის პირველ ბლოკში : შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი დავით ნარმანიაზე გაბრაზებულია, ამიტომ ნარმანია თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე დატოვებს; დაუჭერს თუ არა საკრებულო მხარს ნარმანიას მიერ წარდგენილ ვიცე-მერსა და პირველ მოადგილეს, ამ და სხვა კითხვებზე პასუხს გადაცემა ”რაკურსში” საკრებულოს დეპუტატ კობა კობალაძისგან მოისმენთ.

გადაცემის მეორე ბლოკში : რატომ არის მართვის მოწმობის საგამოცდო ბილეთების ნაწილი არასწორად შედგენილი, რამდენი შეცდომა აღმოჩნდა ტესტში და არის თუ არა სრულად შესწორებული, ”რაკურსის” ეთერში შსს-ს მომსახურების სააგენტოს საგამოცდო და სარეგისტრაციო მომსახურების სამმართველოს უფროსმა იმედა მაკარაშვილმა ისაუბრა.

აუდიო ჩანაწერი