LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუმილი „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით – რა ხდება საპატრიარქოში

პატრიარქის დაბრუნების შემდეგ ყველა ელოდა, რომ უამრავი კითხვიდან, რომელიც „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით გაჩნდა, პასუხი რამდენიმეს მაინც გაეცემოდა, თუმცა ილია მეორე უკვე მეოთხე დღეა გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა და საქმე მაინც ბურუსით არის მოცული.

პროკურატურა დუმილს ითხოვს, როგორც დაკავებული დეკანოზის ადვოკატებისგან, ასევე – საქმის მთავარი მოწმეებისგან და საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, პროკურატურის რჩევით, თავს იკავებენ ღია საუბრებისგან მედიასთან.

გადაცემაში მონაწილეობა არაერთ მხარეს შევთავაზეთ, თუმცა ყველასგან უარი მივიღეთ, რადგან ითვალისწინებენ თხოვნას, ღია განცხადებები არ გააკეთონ „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით.

გადაცემა „რაკურსში“ თეოლოგ ლევან აბაშიძისგან მოისმენთ ძალიან საინტერესო მოსაზრებებს ქართული ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი ამბის შესახებ – რა ხდება საპატრიარქოში.