ინოვაცია ტაქსების ბაზარზე – რას არის საბავშვო ტარიფი

ინოვაცია ტაქსების ბაზარზე – რას არის საბავშვო ტარიფი

„იანდექს ტაქსის“ რეგიონალური განვითარების დირექტორი საქართველოში თეიმურაზ ხმელიძე

 

  • რას ნიშნავს საბავშვო ტარიფი
  • 26 ივნისს ახალი, მეოთხე ტარიფი გავუშვით. ამ შემთხვევაში მომხარებელთან „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილი მივა, რომელიც ევროპული დონის საბავშვო სკამითაა აღჭურვილი. ასეთ დროს ავტოსაგზაო შემთხვევისას ბავშვის დაცულობა რამდენჯერმე იზრდება.
  • ეს ტარიფი უკვე გაშვებულია და შეუძლიათ თუ არა მომხმარებლებს სარგებლობა
  • კი, უკვე მოქმედია, გამოძახებებიც არის. ჩენთან ტაქსის გამოძახება აპლიკაციითა შესაძლებელი. მომხმარებელი მისთვის სასურველ ტარიფს ირჩევს და მასთან მივა მანქანა, რომელიც საბავშვო სკამითაა აღჭურვილი
  • თქვენ როგორ მიიღეთ ინფორმაცია, რომ დღეს ბაზარზე ამის საჭიროება იყო
  • ორი ძირითადი ამოსავალი წერიტლი გვქონდა: მომხარებლის მოთხოვნა-ხშირად მშობლები სკოლაში მარტოს უშვებენ ბავშვს, მეორე – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მანქანაში უბედური შემთხვევა არ მომხდარა, სტატისტიკა საგანგაშოა. ამ გზით გვინდოდა, საზ-ის ცნობიერების ამაღლების საქმეში გარკვეული წვლილი შეგვეტანა
  • ზოგადად კომპანიის პოლიტიკაზე გკითხავთ, რა არის თქვენი მთავარი გზავნილი მომხარებელთან
  • მისაღები ფასები, რაც შესაძლებელია ჩვენი ტექნოლოგიების გამოყენებით , ეს კი ჭკვიანურ ალგორითმებს ეფუძნება. მეორე -ეს არის ბარათით გადახდა. მესამე ფაქტორი-ჩვენთან მომხარებელი თვითონ აკონტროლებს ხარისხს. მომსახურების დასრულების შემდეგ, გამოდის შეფასების ფორმა,სადაც მომხარებელი 1-დან 5 ქულამდე ირჩევს. ის მძღოლები, რომლებსაც კარგი შეფასება აქვთ, ბევრ შეკვეთას იღებენ.
  • თანხა როგორ განისაზღვრება საბავშვო ტარიფის შემთხვევაში
  • ამ შემთხვევაში მისი ფასი სტანდარტულზე 60 თეთრით ძვირია, 2, 60 ლარია საწყისი ფასი, ეს მოიცავს 2 კმ-ს და 5 წუთს მგზავრობას.
  • რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა პროექტებზე მუშაობათ ახლა
  • შემოდგომისთვის კორპორაციული სერვისის გაშვებას ვაპირებთ. ანუ იურიდიულ პირებს მოვემსახურებით. გარდა ამისა, წლის ბოლომდე ორ-სამ დიდ ქალაქში დავიწყებთ კიდევ მომსახურებას.

4 ივლისი, 2018

სხვა ჩანაწერები