LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისი პარის” გენერალური დირექტორი მაია პაპალაშვილი სტუმრად გადაცემაში „წარმატების ფორმულა“

51

5 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ პარფიუმერული კომპანიის „ისი პარი გენერალური დირექტორი მაია პაპალაშვილი სტუმრობდა.

სოლიდური სამუშაო გამოცდილება ქალბატონმა მაიამ საჯარო სამსახურსა და კერძო კომპანიებში მნიშვნელოვან პოზიციებზე საქმიანობით შეიძინა, როგორც ორგანიზაციის სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და მართვის, ისე ფინანსურ და იურიდიულ სფეროში მოღვაწეობით.

– ქალბატონო მაია, როდის შუერთდით „ისი პარის  გუნდს და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს ამ პოზიციაზე?

„ისი პარის გუნდს 2015 წლის 1 იანვარს შევუერთდი. რამდენიმე წელია მათთან ერთად ვმუშაობ და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან პარფიუმერია ყველა ქალის საოცნებო სამყაროა და მეც საუკეთესო სამსახური მაქვს.

– რით გამოირჩევა „ისი პარიკონკურენტებისგან?

– ჩვენი მთავარი განმანსხვავებელი – მომხმარებლზე ზრუნვა და მისი ნდობის მოპოვებაა.

– რატომ აირჩიეთ ფინასისტის პროფესია?

– პირველი სამუშაო გამოცდილება 16 წლის ასაკში შევიძინე, როცა ბანკში დავიწყე მუშაობა და შეიძლება ითქვას თავიდანვე ფინანსურ სფეროს დავუკავშირე ჩემი ბედი. ძალიან მომეწონა ბანკში მუშაობა და გადავწყვიტე სწორედ ეს გზა ამერჩია ცხოვრებაში.

– როგორია მარტის თვე „ისი პარისთვის, სთავაზობთ თუ არა მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებს?

– წელს მართლაც განსაკუთრებულ აქციები გვაქვს და დარწმუნებული ვარ, მომხმარებელსაც ძალიან გავახარებთ, რადგან სწორედ იმ მომსახურებას, მნიშვნელოვან ფასდაკლებას და მრავალფეროვან საჩუქრებს შევთავაზებთ, რასაც ჩვენგან ელიან.

– თქვენი აზრით, რა განაპირობებს კომპანიის წარმატებას?

– ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წარმატებას პირველ რიგში მომხმარებლის ნდობა განაპირობებს. ძალიან ვამაყობ, რომ უამრავი ერთგული კლიენტი გვყავს, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.

– რა სტილის ტანსაცმელს ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს კლასიკურ ტანსაცმელში. წლების წინ, როცა ბანკში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ მკაცრი დრესკოდი იყო, სწორედ მაშინ მოვირგე ამ სტილის ტანსაცმელი და ახლაც მხოლოდ მას ვატარებ.

–  „ისი პარი” ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიული იდეებით. საინტერესოა, როგორ იქმნება სიახლე თქვენს კომპანიაში?

– ჩვენი მთავარი „ბრილიანტი“ ხატია შამუგიაა. სწორედ მასთან იკრიბება გუნდი საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერების ჩათვლით და ყველა ერთად განვიხილავთ ახალ და საინტერესო იდეებს, რომელთა განხორციელებასა და მომხმარებლამდე მიტანაში ისევ ხატია გვეხმარება.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ახალ თანამშრომელს, რათა „ისი პარის გუნდის წევრი გახდეს?

– პირველ რიგში გუნდურ მუშაობას უნდა იყოს მიჩვეული, რადგან სხვაგვარად ჩვენს კომპანიაში თავს ვერ დაიმკვიდრებს.

– საქმიან შეხვედრაზე რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?

– ჩემთვის მთავარი საქმიანი პარტნიორის პროფესიონალიზმია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– თუ დრო არ მაქვს, იძულებული ვარ სწრაფად მივიღო გადაწყვეტილება, მაგრამ თუ საკმარისი დრო მაქვს, მირჩევნია კარგად დავფიქრდე, ყველაფგერი გავაანალიზო და მხოლოდ შემდეგ გადავწყვიტო.

ბლიცკითხვები:

– კომპანია „ისი პარი სლოგანი?

– „23 წელი თქვენი სურნელოვანი პარტნიორი!“

– თავად რომელ სუნამოს ანიჭებთ უპირატესობას?

– ძალიან ბევრი ბრენდი მომწონს, თუმცა დღეს მაინც Burberry Black-ს ვანიჭებ უპირატესობას.

– ნივთი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– Cartier-ეს საათი და ჯვარი.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „ჩქარა, გვინდოდა გუშინ“…

– როგორ იწყება თქვენი დილა – ფინჯანი ყავით თუ ნატურალური წვენით?

– დილას ყოველთვის ყავას მივირთმევ.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– მინდა, რომ ყველა ქალი ბედნიერი და წარმატებული იყოს.

– მისდევთ თუ არა სპორტს?

– ინტენსიურად დავრბივარ, ძალიან ბევრს დავდივარ და დღეში სულ მცირე 8-9 კილომეტრს ვფარავ.

– პროფესია, რომელსაც არასდროს აირჩევდით?

– ალბათ ექიმის პროფესია.

– საჩუქარი, რომლის მიღება ყოველთვის გახარებთ?

– ძალია მიყვარს ყვავილები.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს და ყვავილებს.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარია გიყვარდეს მუშაობა და პირველ რიგში საკუთარ თავზე. მუდმივად ახლი უნდა ეძებო და არასდროს იფიქრო, რომ ყველაფერი იცი. მაქსიმალურად გაიზიარო ყველა სიახლე და გამოიჩინო ინიციატივა. არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალი, რათა საჭირო დროს აღმოჩნდე საჭირო ადგილას.

გადაცემის ლაივი Live

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები