LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა კალანდაძე: „გული არ მწყდება – მაქსიმუმი ვაჩვენე“

“პროექტის დატოვებისას, პირველი, რაც ვიფიქრე – ვერაფერი ვიფიქრე იმიტომ, რომ დაშოკილი ვიყავი; ბოლოს “მოვტვინე” რაც მოხდა; ახლა მიხარია ის, რომ ორი, უკვე ძალიან ახლო მეგობარი ფინალისტია და სულაც არ მაქვს ის განწყობა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი რომელიმეს მაგივრად; მეგონა, რომ სამი მონაწილე მოვხვდებოდით ფინალში; რაღაცას ველოდით; მართლა, ყოველი კონცერტის შემდეგ დაშოკილი ვიყავი ზუსტად იმიტომ, რომ არცერთი კონცერტი არ ყოფილა ისე, რომ რაღაც შენიშვნა მოეცათ და ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდა ის, რომ ყოველი ჩემი შესრულება აღფრთოვანებას იწვევდა; ორი, თუ სამი ტური იყო, როცა დაემთხვა და ჩვენი საყვარელი სიმღერები შეგვხვდა; ნებისმიერი სიმღერის შემთხვევაში ვცდილობდი, რომ ყველანაირად ჩემი გამეხადა და ინტერპრეტაციას ვუკეთბდი; ყველა სიმღერას ვირგებდი; გული არ მწყდება – მაქსიმუმი ვაჩვენე; გული მხოლოდ იმიტომ მწყდება, რომ ფინალისტი არ მქვია; ერთა – მინდა, მეორე – დამსახურება; ჯერ დასვენებას და ენების სწავლას ვაპირებ; შემდეგ სადმე ევროპაში წასვლავ ვგეგმავ და იქ რას გავაკეთებ, აღარ ვიცი; შეიძლება სხვა ქვეყნის მუსიკალურ პროექტშიც მიხილოთ“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ლიზა კალანდაძემ მუსიკალური პროექტის დატოვების შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მომღერალი დასვენებასთან ერთად, ენების სწავლას და შემდეგ ევროპაში გამგზავერბას გეგმავს.