LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა ყველაზე პოპულარული საავტომობილო მარკები დაასახელა

38

საძიებო სისტემა Google-მა 2017 წელს აშშ-ში ყველაზე პოპულარული ავტომობილები გამოავლინა. რეიტინგი ყველაზე ხშირად გაკეთებული მოთხოვნების შედეგად გაკეთდა, სულ ჩამონათვალში ათი კომპანიაა.

გასულ წელთან შედარებით, რეიტინგი არსებითად შეიცვალა. სიიდან გაქრა ისეთი ძვირფასი პრემიალური და სპორტული მარკები, როგორიცაა მაგალითად: Bentley, Maserati, Lamborghini და Rolls-Royce. რეიტინგში გამოჩნდნენ ისეთი ბრენდები, როგორიცაა Kia და Hyundai.

Google-ის საძიებო ველში გაკეთებული მოთხოვნების მიხედვით, ყველაზე პოპულარული ათი საავტომობილო ბრენდის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1.Ford

2.Lexus

3.Kia

4.Toyota

5.Honda

6.Buick

7.Acura

8.Tesla

9.Hyundai

10.Dodge

2016 წელს ყველაზე პოპულარული მარკა „ჰონდა“ იყო, 2015 წელს „შევროლე“, 2014 წელს კი „ფორდი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები