LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ზამბახიძე: „ახალი კლიპი სეზონის გახსნისთვის მზად იქნება“

„ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით, რადგან მეც ძალიან მიხარია ეს ახალი ამბავი. მაქვს სიახლეები, რომლებსაც სეზონის გახსნისთვის შევთავაზებ მსმენელს და მაყურებელს. ახლა იყო მუშაობის პროცესი. მიმდინარეობდა ვიდეოს გადაღება. სიმღერა ლაივ-ბენდთან ერთად ერთად ჩავწერე. ეს არის „ნონ სტოპი“ რომელთან ერთადაც ვმუშაობ. ძალიან მომწონს ეს ბიჭები და უკვე ერთი გუნდი ვართ. ყველანი ძალია ნიჭიერები, კარგები და კომფორტულები არიან. ჩვენი პროდიუსერი მამულიჩა, კახი მამულაშვილია. მამულიჩას იდეა იყო, რომ ლელა წურწუმიას ძველი სიმღერა გაგვეკეთებინა და გადაგვეღო კლიპი. სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა. ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. ძველი სიმღერის მიხედვით გავაკეთეთ ახალი ვერსია, ბენდთან ერთად. ველოდებით. გვინდა იყოს კარგი და ხარისხიანი, რომ მოეწონოს მაყურებელს და მსმენელს. გადავწყვიტეთ, რომ ვიდეო სტუდიური ყოფილიყო. იმ ვითარების ამსახველი, რეპეტიციაზე რომ არის ხოლმე. ბევრიც ვიცინეთ. დრამერს, ემოციური დაკვრის შედეგად ერთი ჯოხი აუსრიალდა და კინაღამ თავში მომხვდა. მე ვერ დავინახე, სამაგიეროდ მამულიჩა გასკდა სიცილით. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია. ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი. საკმაოდ კომფორტული იყო მათთან მუშაობა. ახალი სეზონისთვის თქვენთან, ჰოლდინგში, ორი სიმღერის პრემიერით მოვდივარ.  ერთზე უკვე მოგიყევით. მეორე, ეს არის სიმღერა ფილმიდან „ჩიორა“. ტექსტის ავტორი სალომე ჩიტაძეა, ჩემი შვილი. მიხარია და მაბედნიერებს ის, რომ სალომე ჩემს მუსიკალურ სამყაროში შემოიჭრა და გახდა ჩემი ნაწილი“ – მაკა ზამბახიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი კლიპისა და კიდევ ერთი ახალი სიმღერის შესახებ ისაუბრა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ექსკლუზიურად ჩვენთვის და ჩვენი მსმენელებისთვის, ჰოლდინგში შემავალ რადიოსადგურებში შედგება ორივე სიმღერის პრემიერა.