LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

My Day – საინტერესო და ნოვატორული წამოწყება, რომელმაც მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და მომხმარებლის სიყვარული

11

14 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანია My Day-ს დამფუძნებელი მარიამ წერეთელი სტუმრობდა.

My Day – მეტად საინტერესო და ნოვატორული წამოწყებაა, რომელმაც დამფუძნებლის – მარიამ წერეთლის სწორი ხედვისა და კრეატიული მიდგომის წყალობით, სწრაფად და რაც მთავარია, მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა და მომხმარებლის სიყვარული.

– მარიამ, როდის დაარსდა კომპანია My Day და რა არის მისი მთავარი მიზანი?

– My Day – ჩემს დღეს ნიშნავს და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება, ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი საყვარელი მომხმარებლის გახალისება, პოზიტიურ განწყობის შექმნა და სასიამოვნო გარემოს შექმნით, ნებისმიერი დღის – დღეობით ადაწყებული, გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ მეგობრების ჩვეულებრივი შეკრებით დასრულებული – ნამდვილ დღესასწაულად  ქცევაა.

– თავად როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

–  ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა ხალისიანი განწყობა, ბევრი სიცილი და მხიარულებაა.

– რატომ გადაწყვიტეთ ფინანსების სწორედ ამ ბიზნესში ინვესტირება და რამდენად შეისწავლეთ ბაზარი საქმის დაწყებამდე?

– რა თქმა უნდა, გულდასმით შევისწავლეთ ბაზარი, ხანგრძლივი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ კი, საქმის დაწყება გადავწყვიტეთ. ძალიან მოგვწონს ის, რასაც ვაკეთებთ, გვჯერა მომხმარებლის ერთგულების და ჩვენი წარმატების.

– რამდენი მაღაზიითაა წარმოდგენილი My Day  დღეს?

– ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მაღაზია გვაქვს Homemart-ში ჭავჭავაძის 37-ში, თუმცა თვის ბოლოს მეორე მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ Tbilisimall-ში.

– საკმაოდ სოლიდური სამუშაო სტაჟის ფონზე, სად შეიძინეთ პირველი პროფესიული გამოცდილება?

– ბავშობიდან ვნატრობდი მედიკოსობას, თუმცა სამედიცინო განათლების მიღებიც შემდეგ პროფესიით არასდროს მიმუშავია. ჯერ კიდევ სტუდენტი ავიაკომპანია Lufthansa-ს გუნდს შევუერთდი და ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი გავხდი, რვაწლიანი მუშაობის შემდეგ ჩემს საყვარელ WISSOL-ჯგუფში, კომერციულ დეპარტამენტში გადავინაცვლე და 2011 წელს, Smart-ის ქსელის პირველი სუპერმარკეტი გავხსენით, მოგვიანებით კი, იმპორტის სამსახურს ჩავუდექი სათავეში და მართლაც უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე.

– თქვენი აზრით, რამდენად კონკურენტულია დღევანდელი ბიზნესგარემო და რამდენად აუცილებელია კონკურენცია?

– კონკურენცია საკმაოდ მაღალია, რაც აუცილებელიცაა, რათა არ დაკარგო მოტივაცია. ვფიქრობ, კონკურენტულ გარემოში მთავარი საკუთარი უპირატესობის დანაახვა და სწორედ ამ უპირატესობის ხარჯზე განვითარებაა საჭირო.

– რა არის თქვენი უპირატესობა?  

– ჩვენი მთავარი ხიბლი – ფართო ასორტიმენტია, რადგან My Day-ს მაღაზიაში 3 ათასზე მეტი დასახელების, მათ შორის ცნობილი მწარმოებლების პროდუქციის შეძენა შეიძლება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველა ასაკის, სქესისა თუ გემოვნების მომხმარებლის სურვილს ვაკმაყოფილებთ, რადგან აქსესუარებს ნებისმიერი თემატური ღონისძიებისთვის ვთავაზობთ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მართლაც უამრავი სიახლე გვაქვს, რომელთა განხორციელებას ეტაპობრივად ვგეგმავთ.

– როგორი ხელმძღვანელი ხართ და გაქვთ თუ არა შიდაგანაწესი კომპანიაში?

– ვცდილობ, ყოველთვის სამართლიანი ვიყო. მინდა რომ, თანამშრომლებმა მაქსიმალურად ბევრი ისწავლონ, ამიტომ ყოველთვის ვუზიარებ გამოცდილებას და მხარს ვუჭერ როგორც პირად, ისე კარიერულ ზრდაში. ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რადგან შეკრული, მოტივირებული და მეტად კრეატიული სუპერგუნდი გვყავს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ძალიან სწრაფად. შესაძლოა, მერე შევცვალო, თუმცა, მაინც სწრაფად გადაწყვეტა მირჩევნია.

ბლიცკითხვები:

– My Day-ს სლოგანი?

– „ჩემი დღეა!“

– რაზე ფიქრობთ ახალა?

– უფრო მეტად ვამაყობ ჩვენი მაღაზიით.

– საყვარელი ნივთი საკუთარი მაღაზიიდან?

– გერმანიის დროშის შლაპა ახალი ასორტიმენტიდან.

– საყვარელი წიგნი?

– ძალიან ბევრი წიგნი მიყვარს და ვერცერთს ვერ გამოვყოფ.

– საყვარელი დღესასწაული?

– ჩემი დაბადების დღე.

– საყვარელი კერძი?

– ძალიან მიყვარს მეუღლის მომზადებული კერძები.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართვათ დღის განმავლობაში?

– „ფანტასტიკურია!“

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ფერად მზეს.

– ვისი აზრია თქვენთის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– რამდენიმე ადამიანს ვეკითხები რჩევას, მათ მოსაზრებას ვისმენ, ვაჯამებ და საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვღებულობ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარია არასდროის დავიხიოთ უკან, გვიყვარდეს ჩვენი საქმე და გვჯეროდეს, რომ ყველაფერს შევძლებთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ გუნდის მხარდაჭერა, რომელსაც ყოველთვის ენდობი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები