LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გოგიჩაიშვილი: “გამიმართლა და გავიცანი”

“ველოდებოდი არჩევნების შედეგებს, როგორც მთელი მსოფლიო. საქართველოც ძალიან ჩართული იყო ამერიკის პრეზიდენტის არჩევნებში; უცხოელმა მეგობრებმა გამაღვიძეს. უამრავი მესიჯი დამხვდა. მამაშენზე რომ რაღაც ხდება, მსგავსი რეაქცია ჰქონდათ მეგობრებს; მწერდნენ – ტრამპი გახდა პრეზიდენტი, გილოცავთ. შეიძლება გადაჭარბებულადაც მოგეჩვენოთ, მაგრამ ასე იყო; გამიკვირდა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ვიცნობდი ამ ადამიანს; შეიძლება ითქვას და ყველამ იცის, რომ მას მექალთანის სტატუსიც აქვს. არიან გოგონები, რომლებიც ამ სტატუსს მშვენივრადაც იყენებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც თავდაჭერილები არიან; ტრამპთან ერთად ვიფრინეთ მე და ოთხმა გოგონამ, უშუალოდ კონკურსის ფარგლებში და შემიძლია გულზე ხელის დადებითაც ვთქვა, მართლაც, საკმაოდ თავდაჭერილი იყო; ყველას არ აქვს შანსი თუნდაც ცნობილი ფოტოგრაფი გაიცნოს; მეგონა ყველა გაიცნობდა მას, თუმცა მე და მხოლოდ რამდენიმე გოგონამ გავიცანით ტრამპი; არ ვიცი რატომ მომიწია, მაგრამ წავედი საქველმოქმედო საღამოზე. გამიმართლა და გავიცანი. იქაც თავისი ბოინგით გადავფრინდით”- “ფორტუნას” ეთერში მოდელმა და ტელეწამყვანმა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაცნობის დეტალები გაიხსენა.