LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

RedCo-ს „ახალი გუდაური“ – ყველაზე მასშტაბური პროექტი სასტუმროებით, გასართობი ცენტრებითა და მაღაზიებით

26

19 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანიის RedCo პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელი მაია ბიჭიკაშვილი სტუმრობდა.

დეველოპერული კომპანიის RedCo მიერ შემუშავებული პროექტები საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების და დამატებითი ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მათ შემდომ მართვას ითვალისწინებს.

– ქალბატონო მაია, კომპანია RedCo 2012 წელს დაარსდა და საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. თავად როდის ჩაერთეთ კომპანიის მუშაობაში?

– RedCo-ს გუნდს თითქმის ერთი წლის წინ შევუერთდი. ამგვარი არჩევანი კომპანიის მრავალფეროვნების და მისი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობის გათვალისწინებით გავაკეთე, რაც ჩემთვისაც მომხიბვლელი და საინტერსესო აღმოჩნდა.  ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტული ტურიზმის სფეროა, ამიტომ აქტიურად ვაშენებთ და ვქმნით საკურორტო ზონებს საქართველოში. ყველაზე მასშტაბურ პროექტად „ახალი გუდაური“ შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონების განვითარება ტურისტების მოსაზიდად?

– რა თქმა უნდა, რეგიონალურ საკურორტო ზონებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მართალია, გარკვეული იმიჯი და  მეტ-ნაკლლები პოპულარობა უკვე მოიპოვეს, მაგრამ სამუშაო მაინც ბევრია, რადგან დღეს, წარმატებულად მხოლოდ მულტიფუნქციური კურორტი ითვლება, რომელიც არა ერთ, არამედ ყველა სეზონზეა გათვლილი.

– სხვადასხვა კომპანიაში მუშაობით მიღებული გამოცდილების ფონზე, თქვენი აზრით, რა განაპირობებს მზარდი კომპანიის წარმატებას?

– წარმატებული კომპანიის ზრდა აუცილებლად მის ხედვასთანაა დაკავშირებული. თუ მენეჯმენტი მომხმარებელზეა ორიენტირებული და მისი სურვილების ასრულებაზე ზრუნავს, მაშინ ნებისმიერ სირთულეს გადალახავს. ვფიქრობ, მთავარი ერთგული მომხმარებელია, რომელიც ლოიალურადაა განწყობილი შენს მიმართ და შენც სულ მისი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ფიქრობ. ჩვენ ყოველთვის ინტენსიურად ვცდილობთ პროდუქტის გაუმჯობესებას და ისეთი მომსახურების შექმნას, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს.

– როგორია ქართულ რეალობაზე მორგებული მარკეტინგი?

– მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობის პერიოდში მეტ-ნაკლები კავშირი ყოველთვის მქონდა მარკეტინგთან, რადგან სინამდვილეში, რასაც ვაკეთებთ – ყველაფერი მარკეტინგია. შესაძლოა, ბიზნესორგანიზაციაში არ საქმიანობდე, თუმცა როცა მის უპირატესობას ან ძლიერ მხარეებს წარმოაჩენ და პიარს აკეთებ, გარკვეულწილად მაინც მარკეტინგით ხარ დაკავებული. მე, საკუთარი გამოცდილების გამოყენებას არა ქართულ რეალობაზე მორგებით, არამედ იმ გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით ვცდილობ, რაც მსოფლიოშია.

– რამდენად მნიშვნელვანია კომპანიის წარმატებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინება?

– ცვლილებების ფონზე, მარკეტინგიც მუდმივად ვითარდება, ჩვენი კი, ვალდებული ვართ ოპერატიულად გავეცნოთ და დავნერგოთ სიახლეები. შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე სიახლე ზოგისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს, თუმცა საბოლოო ჯამში ის მაინც სასურველი შედეგს მოიტანს. ნებისმიერი კომპანიის უპირატესობაც სწორედ ესაა – იყოს მუდმივად მოწინავე პოზიციაზე და ინოვაციების ძიებაში, რადგან მთავარი არა რეალობას მორგება, არამედ მუდმივად ახლის ძიებაა და მომხმარებლისთვის სასარგებლოს შექმნაა.

– რა პროექტებზე მუშაობს კომპანია ახლა და რას გეგმავს სამომავლოდ?

– 5-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში კომპანიამ 5 აპარტოტელის ტიპის საცხოვრებელი სახლი ააშენა „ახალ გუდაურში“, ახლა კი, 26 პროექტის, მათ შორის სასტუმროების, გასართობი და კულტურული ობიექტების მოწყობას ვგეგმავთ და პრაქტიკულად ახალ ქალაქს ვაშენებთ გუდაურში, რომელიც არა მხოლოდ ზამთრის, არამედ ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კურორტი იქნება, თავისი სასტუმროებით, გასართობი ცენტრებითა და მაღაზიებით.

– საინტერესოა, როგორ იბადება ახალი იდეები კომპანიაში RedCo?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ კომპანიაში მეტად დემოკრატიული გარემოა შექმნილი. ყოველთვის თამამად შეგვიძლია საკუთარი აზრის კოლეგისთვის გაზიარება, რჩევის მიცემა ან მიღება. ვფიქრობ, სწორედ ამგვარი თავისუფლებაა მთავარი მოტივატორი ვიფიქრიოთ სიახლეზე და არასდროს შევზღუდოთ საკუთარი თავი ახალი იდეების გახმოვანებაში.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– სამსახურის სპეციფიკის გათვალიწინებით, კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას.

– პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– ვფიქრობ, მთავარი სათანადოდ მომზადებაა. თვითონ ყოველთვის მონიშნული მაქვს საინტერესო თემები და საკითხები, რადგან სერიზული პასუხისმგებლობით ვეკიდები ნებისმიერ შეხვედრას და სამუშაო პროცესს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ადრე ცოტა იმპულსურობა მახასიათებდა, ახლა კი, ვცდილობ დინჯად გადავწყვიტო, რადგან ნებისმიერ გადაწყვეტილებას კარგად გააზრება სჭირდება. თუმცა, ყველაფრის გადაწყვეტა არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და საკუთარი გამოცდილების ხარჯზე ხდება.

ბლიც-კითხვები:

–  რა სლოგანით ხელმძღვანელობს კომპანია RedCo?

– „წარმატება, წარმატება და კიდევ ერთხელ წარმატება!“

– როგორ პასუხობთ უკმაყოფილო მომხმარებელს?

– „აუცილებლად ყველაფერს გამოვასწორებთ და გავითვალისწინებთ თქვენს პრობლემებს“.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– მივხვდი, რომ ხშირად უნდა ვივარჯიშო ბლიც-კითხვებზე პასუხის გაცემაში.

– სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– „გმადლობთ“, რადგან მადლიერების გრძნობა ყოველთვის აუცილებელია.

– კერძი, რომელსაც სიამოვნებით ამზადებთ?

– ძალიან მიყვარს სალათების მომზადება.

– რა გხიბლავთ ყველაზე მეტად კომპანია RedCo-ში?

– სამომავლო პერსპექტივები.

– როგორ იწყებთ დილას – ყავით თუ ნატურალური წვენით?

– ყავით.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული ტრადიცია ორშაბათის გადატვირთული დღის ბოლოს?

– ვერთობი შვილთან ერთად.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– მზეს! რადგან თქვენს სტუდიაში ყოველთვის იგრძნობა მზის ენერგია.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად? 

– ვფიქრობ, მთავარი თვითდისციპლინა და განვითარების სურვილია. სამყარო მუდმივად პროგრესირებს და ჩვენც სულ ახალი მწვერვალების, სიმაღლეების დაპყრობის სურვიული უნდა გვაქონდეს, სხვანაირად წარმატების მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1942395679118585/

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები