LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიქმნა „Artificial Love“-ის ახალი ვერსია – „New One“-ის წევრები „ლიმონში“

ნიკა კაციას გადაცემაში „ლიმონი“ მომღერალი თიკა ბალანჩინი და დრამერი დათუნა ბარნაბიშვილი ესტუმრნენ. ისინი ჯგუფ „New One“-ის წევრები არიან. ჯგუფმა სერგი გვარჯალაძის „Artificial Love“-ის საინტერესო ქავერი წარმოადგინა და კლიპიც გადაიღო, რომელმაც სოცქსელებში მსმენელისა და მაყურებლის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

თიკა ბალანჩინი:

Artificial Love“ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერაა. ყველა დროს რომ ერგება და რა თქმა უნდა, მასზე მუშაობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა იყო. როცა კლიპის გადაღება გადავწყვიტეთ, ბევრად ფრთხილად მივუდექით და ხალხიც დამეთანხმება ალბათ, რომ გამოგვივიდა.

დათუნა ბარნაბიშვილი:

ამ სიმღერის ჩაწერისა და კლიპის გადაღების იდეა უეცრად გაჩნდა. ამ სიმღერას სხვადახვა ლაივზე ვასრულებდით, რეაქციების მიხედვით მივხვდით, რომ ხალხს მოსწონდა ჩვენი ვერსია. ლაშა აბაშმაძეა არანჟირების ავტორი. მისგან ამოვიდა იდეა, რომ სიმღერა ჩაგვწერა და გადაგვეღო კლიპი. რასაკვირველია, მუსიკოსების დამსახურებაა, რომ სიმღერა ასე ჟღერს და აქ მუსიკოსების ხასიათი ჩანს.
ვიდეო ეკუთვნის იუგო მორისს. ძალიან კარგად მოურგო კლიპი სიმღერას. რაც აუდიოში ჩავდეთ, ის გადაიტანა ვიდეოშიც.

დაგეგმილი გვაქვს შემდეგი ნაბიჯებიც, ჩავწერეთ დუეტი ცნობილ ევროპელ დიჯეისა და პროდიუსერთან და მალე გადავიღებთ ვიდეოს.