LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება წლების წინ სხვა გადაწყვეტილება რომ მიგეღოთ

ფილმი “მეოჯახე” რეჟისორმა 2000 წელს გადაიღო და მასში მთავარ როლებს ნიკოლას ქეიჯი და თეა ლეონი ასრულებენ. სიუჟეტი ჯეკ კემბელის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ხედავს თუ როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება ზუსტად 13 წლის წინ განსხვავებული გადაწყვეტილება რომ მიეღო. ჯეკი დაუქორწინებელი მდიდარი ვოლ სტრიტის ბროკერია, რომელიც ნიუ იორკში გლამურულად ცხოვრობს. ის მრავალმილიონიანი გარიგების პროცესშია, როდესაც შობის დღეს გეგმავს გადაუდებელ შეხვედრას იმისათვის, რომ გარიგების წარმატებით დასრულება უზრუნველჰყოს. საკუთარ ოფისში ყოფნისას ის შეიტყობს რომ მისი უწინდელი გერლფრენდი მრავალი წლის შემდეგ მასთან დაკავშირებას ცდილობდა. ამის შემდეგ ჯეკი სუპერმარკეტში შედის, სადაც მასთან ერთად იღბლიანი ბილეთების გადამყიდველი კესი შემოვა, რომელიც სუპერმარკეტის მოლარეს გამარჯვებულ ბილეთს გადასცემს. მოლარე თვლის, რომ მას ატყუებენ ამიტომაც ის ბილეთზე უარს იტყვის რის შემდეგაც ბილეთის გამყიდველი მას იარაღს უმიზნებს და ემუქრება. სიტუაციის განსამუხტად მას ჯეკი შეუთანხმდება და ბილეთის სანაცვლოდ 200 დოლარს სთავაზობს და ისინი სუპერმარკეტიდან ერთად გადიან. ქუჩაში მათ შორის საკმაოდ უცნაური საუბარი გამიმართება. დამშვიდობებამდე კეში ჯეკს ეუბნება, რომ ყველა მოქმედებას თავისი შედეგი აქვს, ამიტომაც ყველაფერი რაც მას წინ ელის, მისივე ბრალია.

მეორე დილით ყველაზე უცნაური რამ ხდება. ერთ დროს მდიდარი ჯეკი ნიუ ჯერსის გარეუბანში იღვიძებს, ყოფილ გერლფრენდ კეიტთან და ორ ბავშვთან ერთად. დაბნეულობაში მყოფი სასწრაფოდ გაეშურება ოფისში, თუმცა აღმოაჩენს რომ მას მისი უახლოესი მეგობრებიც კი ვერ ცნობენ. ასე რომ ჯეკს არც საკუთარ ოფისში და არც პენტჰაუსში არ შეუშვებენ. მოგვიანებით ის აღმოაჩენს რომ კომპანიის პრეზიდენტის ადგილი მის ნაცვლად სხვას აქვს დაკავებული.

ქუჩაში ჯეკი შემთხვევით ბილეთების გადამყიდველს კეშს წააწყდება, რომელიც ჯეკს აუხსნის რომ ის ალტერნატიული სამყაროს შეცნობის პროცესშია და მან აქედან ცხოვრებისეული გაკვეთილი უნდა მიიღოს. შოკირებული მთავარი პერსონაჟი სახლში ბრუნდება და ცდილობს მომხდარში გაერკვეს. ის აცნობიერებს, რომ 13 წლის წინ სასწავლებლად ლონდონში რომ არ წასულიყო და შტატებში მეგობარ გოგონასთან კეიტთან დარჩენილიყო, მისი ცხოვრება ზუსტად ასეთი იქნებოდა. ჯეკისთვის ოჯახური ცხოვრების კონცეფცია, სრულიად უცხო იყო, ის მდიდრულად ცხოვრობდა და ქონდა ყველაფერი რასაც მოისურვებდა, თუმცა ერთ ღამესი მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის ცოლთან და ორ შვილთან ერთად გარეუბანში ცხოვრობს და უოლ სტრიტის ნაცვლად საბურავების მაღაზიაში მუშაობს.

არასტანდარტულ სიტუაციას ჯეკი მალევე გაართმევს თავს, ის ცდილობს გახდეს კარგი მამა და მეუღლე, მოულოდნელად ავტოსალონში შემოსული კლიენტი ბიზნესის სფეროში ჯეკის ცოდნით მოიხიბლება დ ამას იმავე კომპანიაში სთავაზობს სამსახურს, სადაც ის თავის რეალურ ცხოვრებაში მუშაობდა. თუმცა ამისთვის ის ნიუ იორკში უნდა გადავიდეს საცხოვრბლად, თუმცა კეიტი ამის წინაარმდეგია. ჯეკი ცხოვრებაში მეორედ დგება მსგავსი დილემის წინაშე.

კრიტიკოსები ფილმ „მეოჯახეს“ ზედმეტად სენტიმენტალურად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ რომ საშობაო ჟანრისთვის სურათს ახალი არაფერი შეუთავაზებია. თუმცა უნდა ითქვას, რომ კრიტიკოსთა შეფასება თანაბრად გაიყო, ეს კი ნიკოლას კეიჯის და თეა ლეონის შესანიშნავი სამსახიობო შესრულების დამსახურებაა. თუ თქვენ გინდათ გულახდილი, სასიამოვნო სადღესასწაულო განწყობის ფილმი, უყურეთ მეოჯახეს და ისიამოვნეთ.

ფილმის ბიუჯეტი 60 მილიონი დოლარი იყო მისმა შემოსავალმა კი 124 მილიონი დოლარი შეადგინა.