LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არსებულ მსხვილ კომპანიებში 233 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული

„ბიას” ონლაინ პლატფორმის გვერდზე არსებული 40 600 კომპანიიდან დღეის მდგომარეობით, წლიური ბრუნვის მიხედვით, მსხვილ კომპანიად ფიქსირდება 1450 მოქმედი იურიდიული პირი. გასულ წელთან შედარებით მსხვილი ზომის კომპანიების რიცხვი დაახლოებით 7%-ით არის გაზრდილი.

Bia.ge-ზე შესაძლებელი არის გამოვყოთ საქმიანობის კატეგორიები, სადაც ყველაზე მეტიმსხვილი ზომის კომპანია გვხვდება, შესაბამისად, ყველაზე მაღალი არის ბრუნვის მაჩვენებლები; აღნიშნული კატეგორიების სფეროებია:

  • სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება;
  • კვების პროდუქტები;
  • დისტრიბუცია;
  • სოფლის მეურნეობა;
  • საოფისე და საოჯახო საქონელი;

ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობის მსხვილი კომპანიები გვხვდება შემდეგდარგებში:

  • კულტურა და ხელოვნება;
  • უსაფრთხოება;
  • გართობა;

ბიასმონაცემთა ბაზის მიხედვით, მსხვილი ზომის კომპანიების 45% ახორციელებსიმპორტს. ტოპ ხუთი საიმპორტო ქვეყანა, საიდანაც მსხვილი კომპანიების უმეტესი ნაწილი ახორციელებს იმპორტს, არის:

  • თურქეთი;
  • გერმანია
  • ჩინეთი;
  • უკრაინა;
  • იტალია და რუსეთი თანაბრად.

იმპორტიორი პროდუქციის ჩამონათვალში ძირითადად გვხდება:

  1. კომპიუტერული, საყოფაცოვრებო ელექტო ტექნიკის იმპორტი;
  2. სხვადასხვა სახის წარმოებისათვის საჭირო ძირითადი ნედლეულის იმპორტი ;
  3. შერეული სახის კვების პროდუქტების იმპორტი;
  4. ავტომობილის ზეთების, ფილტრების, აკუმლატრების და ნაწილების იმპორტი;
  5. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების იმპორტი;

მსხვილი ზომის კომპანიების მხოლოდ 13% ახორციელებს ექსპორტს; ექსპორტიორი ქვეყნების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:  ტოპ ხუთი საექსპორტო ქვეყნებად შეგვიძლია გამოვყოთ შემდეგი:

  • სომხეთი;
  • აზერბაიჯანი;
  • რუსეთი;
  • უკრაინა;
  • თურქეთი;

ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში ძირითადად ფიქსირდება:

  1. ღვინის და სხვა ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი;
  2. თხილის და თხილის ნედლეულის ექსპორტი;
  3. შავი და ფერადი ლითონის ექსპორტი;
  4. მედიკმენტების ექსპორტი და რეექსპორტი.

„ბიას” მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებულ კომპანიების სტატისტიკას თუ გადავხედავთ  ყველაზე მეტი მსხვილი ზომის კომპანია წლიური ბრუნვის მიხედბით 2012 წელს არის რეგისტრირებული.

  1. 2012 წ. დარგში დარეგისტრირდა 83 მსხვილი ზომის კომპანია
  2. 2013 წ. დარგში დარეგისტრირდა 56 მსხვილი ზომის კომპანია
  3. 2014 წ. დარგში დარეგისტრირდა 71 მსხვილი ზომის კომპანია
  4. 2015 წ. დარგში დარეგისტრირდა 37 მსხვილი ზომის კომპანია
  5. 2016 წ. დარგში დარეგისტრირდა 37 მსხვილი ზომის კომპანია
  6. 2017 წ. დარგში დარეგისტრირდა 24 მსხვილი ზომის კომპანია

 

ანალიზი

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში არსებული მსხვილი კომპანიების ბრუნვამ 32 000 მლნ. ლარს გადააჭარბა. რამაც სრული ბრუნვის 45% შეადგინა. „ბიას” მონაცემთა ბაზაში არსებული 40600 კომპანიიდან 1450 მსხვილი ზომის არის. მათი უმეტესობა წარმოდგენილია ისეთ დარგებში, როგორიცაა: სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება, კვების პროდუქტები, დისტრიბუცია და ბანკები. აღსანიშნავია, რომ მათგან უმსხვილესი, მშენებლობისა და უძავი ქონების დარგის ბრუნვამ 8 000 მლნ. ლარს გადააჭარბა.

გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა, მსხვილი ზომის კომპანიები დასაქმებულთა მაღალიმაჩვენებლითაც გამოირჩევიან, მთლიანობაში 2017 წელს მსხვილი კომპანიები 233,589 ადამიანს ასაქმებდნენ, რაც სრულიად დასაქმებულთა მესამედს შეადგენს.

ბიასმონაცემთა ბაზაში არსებული მსხვილი კომპანიების 45% ახორციელებსიმპორტს შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, გერმანია, ჩინეთი, უკრაინა, იტალია… ხოლო 13% ახორციელებს ექსპროტს სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და თურქეთში. მთლიანობაში მსხვილი სექტორის მიერ განხორციელებული იმპორტის ღირებულება 8 მილიარდს აღწევდა, ხოლო ექსპორტმა მილიარდს რამდენიმე ათეული მილიონით გადააჭარბა.

2012 წლიდან მოყოლებული მონაცემთა ბაზაში მსხვილი კომპანიების რიცხვიმუდმივად იზრდება, გასულ წელთან შედარებით მსხვილი ზომის კომპანიების რიცხვი დაახოებით 7%-ით არის გაზრდილი, რაც ერთ-ერთ დადებით ფაქტორად მიიჩნევა ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.