LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასტუმროების ბიზნესი-მოთხოვნადი დარგი თუ ინვესტორებისთვის ნაკლებად საინტერესო სექტორი

 

ბიას” მონაცემთა ბაზაში ტურიზმის დარგში ამ დროისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასტუმროები. აქ 1000-ზე მეტი კომპანია ფიქსირდება, ხოლო ფუქნციონირებადი სტატუსით 800-მდე ორგანიზაცია აგრძელებს საქმიანობას. სასტუმროების დარგი რამდენიმე მიმართულებად არის დაყოფილი, გვხვდება:

მათი სტატისტიკა ასეთია:

განთავსების ობიექტების რაოდენობა ტიპების მიხედვით
კატეგორია განთავსების რაოდენობა ოთახების რაოდენობა
სასტუმრო 72% 18,542
საოჯახო სასტუმრო სახლები 24% 7,185
სხვა 4% 1,561

 

„ბიას“ ცნობით, სასტუმროების 10% მომხმარებლებს რესტორნების მომსახურებასაც სთავაზობს.

საქართველოს მასშტაბით, სასტუმროებისთვის საჭირო ინვენტარის იმპორტს ახორციელებს 20-მდე კომპანია, რომლებსაც პროდუქცია სხვადასხვა რეგიონიდან შემოაქვთ, თუმცა გამოიყოფა ტოპ 3 ქვეყანა: თურქეთი,  გერმანია, იტალია, საიდანაც ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი ხორციელდება. მოცემულ კომპანიებს მეტწილად შემოქვთ რესტორნისა და ბარების დანადგარები, სასტუმროსთვის საჭირო ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენური საშუალებები.

ასევე გვაქვს საშუალება გავეცნოთ სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების გადანაწილებას რეგიონების მიხედვით:

განთავსების ობიექტების რაოდენობა რეგიონების მიხედვით
რეგიონი განთავსების რაოდენობა ოთახების რაოდენობა საწოლი ადგილები
საქართველო 1,958 27,288 66,078
აჭარა 14% 5,237 12,126
გურია 6% 1,734 4,564
თბილისი 22% 7,998 18,023
იმერეთი 8% 2,100 4,952
კახეთი 8% 1,516 3,614
მცხეთა-მთიანეთი 8% 2,091 5,360
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 3% 483 1,423
სამეგრელო-ზემო სვანეთი 18% 2,162 5,227
სამცხე-ჯავახეთი 11% 3,569 9,750
ქვემო ქართლი 1% 235 554
შიდა ქართლი 1% 163 485

2017 წელს გაიხსნა 22 ახალი სასტუმრო, რომელთაგან უმეტესობა თბილისსა და ბათუმშია:

2017 წელს გახსნილი სასტუმროები რეგიონების მიხედვით
სასტუმროების რაოდენობა რეგიონი ქალაქი
4 სასტუმრო აჭარა ბათუმი
10 სასტუმრო თბილისი თბილისი
2 სასტუმრო იმერეთი ქუთაისი
2 სასტუმრო მცხეთა-მთიანეთი გუდაური
1 სასტუმრო სამეგრელო-ზემო სვანეთი მესტია
3 სასტუმრო სამცხე-ჯავახეთი ბაკურიანი

დარგში არსებული კომპანიების გადანაწილება ზომების მიხედვით შემდეგია:

  • 4% არის მსხვილი ზომის კომპანია
  • 13% საშუალო ზომის კომპანია
  • ხოლო დანარჩენი 83% მცირე ზომის კომპანია

როგორც „ბიას“ წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, სასტუმროების დონის განსაზღვრა ხდება მინიჭებული ვარსკვლავებით. საქართველოს მასშტაბით 50-მდე 5 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები გვხვდება, ხოლო დანარჩენი სასტუმროები ინაწილებს 3, 2, და 1 ვარსკვლავს.

სასტუმროები შეიძლება, ჩაითვალოს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებლად, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვაკანსიათა უმეტესობა სეზონურია, შედეგად, დასაქმებულთა 91% დროებითი თანამშრომელია.

2013 წლის შემდგეგ აღნიშნულ დარგში ყოველწლიურად რეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა თითქმის სტაბილურია და მათ შორის შეგვიძლია, აღვნიშნოთ, რომ 2013 და 2015 წელს სასტუმროების მიმართულებით ყველაზე მეტი ახლი კომპანია დარეგისტრირდა.

სასტუმრობი
2012 წ. – 67 კომპანია
2013 წ. – 88 კომპანია
2014 წ. – 74 კომპანია
2015 წ. – 84 კომპანია
2016 წ. – 57 კომპანია
2017 წ. – 50 კომპანია