LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა ჭელიძე: “Time Has Come” – “დრო მოვიდა”

“ვიმედოვნებ, რომ წარმატებას მომიტანს ახალი სიმღერა; სიმღერის ავტორი ბორიკო შხიანია და მასთან ერთად, მუსიკალური პროდიუსინგი გაკეთებულია ალეკო ბერძენიშვილის; უფრო მეტად, მოვცადე ჩემი თავი ამ ჟანრში და ვნახოთ, როგორ გამოვა; სიმღერისთვის ინგლისურენოვანი ტექსტი გიორგი კრიჭაშვილმა დაწერა და გადავიღეთ ვიდეოც. ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა და ყველას მადლობას ვუხდი; ვიდეოზე გიორგი ტყებუჩავამ და დიმა კონჯარიამ იმუშავეს; მნიშვნელოვანი კიდევ ის არის, რომ მთავარ როლს გიორგი ბარბაქაძე, ყევლასთვის ცნობილი მოცეკვავე თამაშობს; სიმღერას ჰქვია “Time Has Come” – “დრო მოვიდა”; ტექსტი ჩემი ცხოვრების ნაწილაკებისგან შედგება; ყოველთვის მინდოდა მუშაობა, უბრალოდ, ასე აეწყო, რომ ვიწყებდი, ვჩერდებოდი. სულ რაღაც ფაქტორების გამო; ახლა, შემართებით ვარ და არ მინდა, რომ გავჩერდე; მეორე სიმღერაც გაკეთბის პროცესშია. დათო ფორჩხიძესთან ერთად ვაკეთებ ტექტს და ძალიან მალე ჩაიწერება სიმღერა, რომელზეც ასევე ვიდეოს გადაღებას ვაპირებ; გამიხარდება, თუ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე “ოქროს ტალღა” ჯილდოს მოვიპოვებ” – რადიო “ფორტუნას” ეთერში თამთა ჭელიძემ ახალი სიმღერისა და კლიპის შესახებ ისაუბრა. თამთა კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე მუშაობს და მისივე თქმით იგეგმება კლიპის გადაღებაც.