ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები და მათი პერსპექტივა შრომის ბაზარზე
07.05.2018
70
ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე
რა სიახლეები გაქვთ ამ დროისთვის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე
ეს ფაკულტეტი 2016 წელს შეიქმნა, დღეს 5 საბაკალავრო, 7 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა გვაქვს. ჩვენთან 2000-ზე მეტი სტუდენტია. აქ მოქმედებს სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი, გვაქვს ასევე 150 ლარის ოდენობით სტიპენდია. გარდა ამისა, წარჩინებულ სტუდენტებს საერთაშორისო კონფერენციებზე, ტრენინგებზე წასვლას ვუფინანსებთ. სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა , გაცვლითი პროგრამებით ისარგებლონ. ჩვენ ასევე ხელშეკრულება გვაქვს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, რომლებიც სტაჟირებას და დასაქმებას უზრუნველყოფენ
ყველაზე მოთხოვნადი რომელი სპეციალობებია და რა ტენდენცია იკვეთება ბოლო წლებში
ძალიან მოთხოვნადი იყო საჯარო მმართველობა, ბიზნესის ადმინისტრირება, ახლა ტურიზმი და სასტუმროს მომსახურება დაემატა
რით განსხვავდება თქვენი უნივერსიტეტი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან
ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებს ვასწავლით ინდივიდუალური გრაფიკით, გვაქვს საუკეთესო ინფრასტრუქტურა, ლაბორატორიები თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. აქ არსებობს ვაჟთა კაპელა, გვაქვს ჩვენი ორკესტრი, ცეკვის ანსამბლი, თეატრი, ასევე სპორტის კლუბები
რამდენად მოქნილია გადახდის სისტემა, ნაწილობრივ ისაუბრეთ, მაგრამ იქნებ უფრო დეტალურად გვითხრათ
გადახდის სისტემა მორგებულია სტუდენტებზე. წელიწადში ოთხჯერ შეიძლება გაიყოს ეს საფასური. არსებობს ასევე განსაკუთრებული შემთხვევებიც. იძულებით გადაადგილებული პირები დამატებით შეღავათებით სარგებლობენ და მათ 200 ლარით უმცირდებათ სწავლის საფასური
ბოლოს მინდა გკითხოთ იმ პროექტებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებთ უახლოეს მომავალში
სტუდენტთა ინტერესებიდან გამომდინარე საჯარო ლექციების ციკლია დაგეგმილი, სადაც საერთაშორისო ტრენერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, გვაქვს მოწვეული, ასევე პერმანენტულად დამსაქმებლებთან ვაწყობთ შეხვედრებს. ჩვენ გვინდა შემოსავლების სამსაურის პროექტში ჩართვა, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროექტში მონაწილეობა და სხვა ასეთი ტიპის აქტივობებს ვგეგმავთ.