LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ შავლაყაძე: გვინდოდა ახალი სიტყვა გვეთქვა სადაზღვევო ბაზარზე

20

19 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სადაზღვევო კომპანიის „პრაიმი“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ შავლაყაძე სტუმრობდა.

თამამი და წარმატებული ნაბიჯებით, კორპორატიული და ინდივიდუალური კლიენტებისთვის სარფიანი შეთავაზებებით, ზურაბმა 12-წლიანი გამოცდილება შეიძინა დაზღვევის სფეროში.

– ბატონო ზურაბ, როდის გამოჩნდა სადაზღვევო კომპანია „პრაიმი“ ქართულ ბაზარზე?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ კომპანიამ სულ რამდენიმე კვირის წინ განახორციელა რებრენდინგი და ბაზარზე ახალი სახელით წარსდგა, მანამდე კი, სადაზღვევო კომპანია „სტანდარტი“ იყო, რომელიც 2007 წლიდან ოპერირებდა. მართალია, ბოლო სამ წელიწადში კომპანიამ უამრავი პროექტი განახორციელა, მაგრამ აუცილებელი გახდა რებრენდინგი, რაც პირველ რიგში სიახლეების დანერგვამ განაპირობა. გაგვიჩნდა სურვილი შეგვექმნა ახალი საიტი, პროდუქტები და ინოვაციური შეთავაზებებით დაგვეხვეწა მომსახურეობა. მოკლედ, გვინდოდა ახალი სიტყვა გვეთქვა სადაზღვევო ბაზარზე.

– გასულ წლებთან შედარებით რამდენად შეიცვალა ადამიანების დამოკიდებულება სადაზღვევო კომპანიების მიმართ?

– დაზღვევის სფერო პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სოციალურ მდგომარეობასთან, ამიტომ სადაზღვევო კომპანიების შექმნა და განვითარება – პირველ რიგში ქვეყნის განვითარების მანიშნებელია. ბოლო რამდენიმე წელიწადში სადაზღვევიო ბაზარი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, მარტიდან კი, ახალი კანონპროექტი შევიდა ძალაში, რომელიც მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას ითვალისწინებს და არარეზიდენტ ავტომობილებზე ვრცელდება. ვფიქრობ, კანონი ძალიან წაადგება როგორც ბაზრს, ისე მთლიანად ქვეყნას, ამგვარი ნაბიჯები სახელმწიფოს მხრიდან, რა თქმა უნდა, ჩვენი სექტორის ხელშეწყობით კი, უფრო მეტად განავითარებს სადაზღვევო სეგმენტს. მართალია, სადაზღვევო პორტფელის დიდი წილი დედაქალაქზე მოდის, მაგრამ ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს რეგიონებში, გვაქვს ოფისები ბათუმსა და ფოთში, ახლო მომავალში კი, კიდევ ორ ოფისის დამატებას ვაპირებთ.

– რამდენიმე ლოკაციაზე მოგიწიათ მუშაობა სხვადასხვა სფეროში, საინტერესოა, რა იყო თქვენი პირველადი პროფესიული არჩევანი?

– მართალია, განათლებით ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ, მაგრამ პროფესიით არასდროს მიმუშავია. თუმცა უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე სხვადასხვა სფეროში საქმიანობით. პირველი ნაბიჯი 2001 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავდგი, როცა ჯერ სახალხო ბანკში დავიწყე მუშაობა, მერე კი, კონსტანტა ბანკში. 2002 წელს პროფილი შევიცვალე და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ, ძალიან საინტერესო – ბიომეურბეობის განვითარების პროექტში მოივიღე მონაწილეობა და კოლეგებთან ერთად უამრავი ინოვაცია დავნერგეთ, რომელიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში. დაზღვევის სფეროში აბსოლუტურად შემთხვევით, მეგობრების წყალობით მოვხვდი, რომელთაც 2006 წელს სადაზღვევო კომპანია დააფუძნეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს.

– დღევანდელ საქმიანობაში რა მოგწონთ ყველაზე მეტად?

– ალბათ საინტერესოა, რატომ ავირჩიეთ სლოგანად „გახდი ისტორიის ნაწილი“ და რა დატვირთვა აქვს მას. ყველა სადაზღვევო კომპანიის მომხმარებელი, გარკვეულ თანხას იხდის მომსახურეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენს შემთხვევაში ასევეა, თუმცა, როცა ჩვენი კომპანია მთელი თავისი რესურსით ერთვება ერთი ადამიანის ბედის გადაწყვეტაში, თავიდაუნებურად ყველა ჩვენი კლიენტი მისი ცხოვრების ნაწილი ხდება ანუ თუ პირობითად, ჩვენთან 10 ათასი ადამიანია დაზღვეული, ყველა იმ ერთი ადამიანის ისტორიის ნაწილი ხდება, რომელსაც კონკრეტულ შემთხვევაში, ვუწევთ მომსახურეობას. ვფიქრობ, ეს ჩვენი განსაკუთრებით საინტერესო ინოვაციაა, რომელიც ჯერ არცერთ კომპანიას არ ჰქონია.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– საქმიანობიდან გამომდინარე იძულებული ვარ ყოველთვის ფორმაში და მოწესრიგებული ვიყო.

– რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელი ურთიერთობა, რადგან თუ პოტენციალური პარტნიორი გარკვეული მიზეზების გამო არ ამობობს სიმართლეს, შესაძლოა მოვლენები ძალიან ცუდად განვითარდეს.

– როგორია კომპანიის შინაგანაწესი, პირველ რიგში რა მოთხოვნები გაქვთ თანამშრომლებთან?

– საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები მაქვს, რაც ყველაფერს, მათ შორის თანამშრომლების პროფესიონალიზმს, კულტურას და ე.წ. დრესკოდს ეხება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ვფიქრობ საკმაოდ სხარტად ვაზროვნებ და გადაწყვეტილებსაც სწრაფად ვიღებ.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „თუ შეიძლება?“

– რამ შეიძლება დაგაკარგინოთ მოთმინება?

– ძალიან არ მიყვარს უპასუხისმგებლობა.

– ხართ თუ არა გატაცებული სპორტით?

– სამწუხაროდ, დრო აღარ მაქვს, თუმცა ძალიან მიყვარს კალათბურთი და ცურვა.

– თქვენი საყვარელი წიგნი?

– უზარმაზარი ბიბლიოთეკა მაქვს და ძალიან მიყვარს კითხვა. მომწონს ონორე დე ბალზაკი, ნოდარ დუმბაძე და გურამ ფანჯიკიძე.

– რამდენადაა დაცული თქვენს კომპანიაში გენდერულ ბალანსი?

– ვფიქრობ, იდეალურად!

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ალბათ, თქვენს პორტრეტს დავხატავდი.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებებია საჭირო წარმატების მისაღწევად?

– საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მთავარი მიზნის სწორად დასახვა და დაუღალავი შრომაა. გარდა ამისა, არასდროს არ უნდა შევუშინდეთ ბარიერებს და არ დავიხიოთ უკან.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები