LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასაღებ მოედანზე დაწყებული რომანები

212

მსახიობები ხშირად აიგივებენ საკუთარ თავს პერსონაჟებთან და ზოგჯერ ისე იჭრებიან როლში, რომ გადასაღებ მოედანზე დაწყებულ რომანს რეალურ ცხოვრებაშიც აგრძელებენ.

* პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი (მარია ელენა და ხუან ანტონიო ფილმში „ვიკი, კრისტინა, ბარსელონა“) – ვუდი ალენის კომედიაში კრუსი და ბარდემი ესპანელი მხატვრების უცნაურ ოჯახურ წყვილს თამაშობდა, რომელთა სიყვარული ხშირად ისეთ მრისხანებაში გადადიოდა, რომ საფრთხეს არა მარტო მათ, არამედ გარშემომყოფებსაც უქნმნიდა. ფილმისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში მსახიობებს საკმაოდ ბედნიერი ოჯახი და ორი შვილი – ლიონარდო და ლუნა ჰყავთ.

* ჰარისონ ფორდი და კერი ფიშერი (ჰან სოლო და პრინცესა ლეა საგაში „ვარსკვლავური ომები“) – ჰარისონ ფორდთან რომანი ფიშერმა ხოლოდ მრავალი წლის შემდეგ აღიარა. დაქორწინებული და ორი შვილის პატრონი ფორდი, იმ პერიოდში 33 წლის იყო, დამწყები მსახიობი კერი კი, 19-ის და სულ უიმედოდ ოცნებობდა, რომ ფორდი ოჯახს მოატოვებდა და მას შესთავაზებდა ცოლობას. თუმცა, „ვარსკვლავური ომების“ გადაღებები დასრულდა და წყვილის რომანსაც რამდენიმე თვეში დაესვა წერტილი.

* კრისტენ სტუარტი და რობერტ პატინსონი (ბელა და ედვარდი ვამპირულ დრამაში „ბინდი“) – თუ გავითვალისწინებთ, რომ სიყვარულს წყვილი მთელი ოთხი წელი თამაშობდა ეკრანზე, მაშინ არც ისაა გასაკვირი, რომ რომანი რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა. თუმცა, დაშორებაც გარდაუვალი აღმოჩნდა, რადგან იმ პერიოდში წყვილი საკმაოდ ახალგაზრდა იყო, პუბლიკა კი, ზედმეტად ცნობისმოყვარე. ერთ-ერთ ინტერვიუში სტუარტმა ისიც კი განაცხადა, რომ მათი რომანი ძალიან მალე იქცა სიყალბედ და დაემსგავსა ფარსს.

* ბენედიქტ კემბერბეტჩი და სოფი ჰანტერი (ჰენრი და ანაბელი ფილმში „Burlesque Fairytales“) – ძველი ინგლისური ტრადიციით კემბერბეტჩის და ჰანტერის ნიშნობის ამბავი პრესაში გამოქვეყნდა. წყვილმა 2015 წლის 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს იქორწინა თაყვანისმცემლებისგან შორს, უაიტის კუნძულზე. ყველაფერი კი, გადასაღებ მოედანზე დაიწყო და მართალია, ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, წყვილი დროებით დაშორდა ერთმანეთს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მაინც ქორწინებით დასრულდა.

* ვინსენტ კარტაიზერი და ალექსის ბლედელი (პიტ კემპბელი და ბეტ როუზი სერიალში „შეშლილები“) – ფილმში კემპბელისა და როუზის რომანტიკული ისტორია ტრაგიკულად დასრულდა, რეალურ ცხოვრებაში კი, წყვილმა იქორწინა და ბედნიერი ოჯახიც შექმნა.

* ტეილორ ლოტნერი და ტეილორ სვიფტი (ვილი და ფელიცია კომედიაში „წმინდა ვალენტინის დღე“) – მართალია, ლოტნერისა და სვიფტის რომანი ფილმით „წმინდა ვალენტინის დღე“ დაიწყო, სადაც ისინი შეყვარებული სკოლის მოსწავლეების როლებს განასახიერებდნენ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს, რადგან როგორც აღმოჩნდა, მათ ვერ შეძლებს „ფაქიზი გრძნობის სასტიკ რეალობაში შენარჩუნება“.

* ალისია ვიკანდერი და მაიკლ ფასბინდერი (იზაბელი და ტომი დრამაში „სინათლე ოკეანეში“) – ფილმის გადაღებები, რომელშიც მსახიობებმა ცოლ-ქმრის როლი შეასრულა, ახალი ზელანდიის კუნძულ ოტაგოზე მიმდინარეობდა, სადაც წყვილი მუშაობის შემდეგ, თავისუფალ დროსაც ერთად ატარებდა. მოგვიანებით, ვიკანდერი და ფასბენდერი ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა ისევ შერიგდნენ და დღესაც ერთად არიან.

* ტომ ჰარდი და შარლოტა რაილი (ჰიტკლიფი და კეტრინი მინი-სერიალში „ჭექა-ქუხილის უღელტეხილი“) – ფილმში წყვილს მეტად უიღბლო სიყვარული ჰქონდა, რეალურ ცხოვრებაში კი, მათ ყველასგან მალულად იქორწინეს და მალე შვილიც შეეძინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები