LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით 85 წლის ალპინისტი შოთა მირიანაშვილი, რომელიც დღემდე იპყრობს მწვერვალებს

804

„ფეისბუქ“-გვერდი „ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან“ აქვეყნებს 85 წლის ქართველი ალპინისტის, შოთა მირიანაშვილის ფოტოს. ის დღემდე იპყრობს მწვერვალებს და აქტიურია საკუთარ პროფესიაში.

ბატონი შოთა გახლავთ საერთაშორისო კლასის ოსტატი ალპინიზმში, სსრკ-ს ოქროს მედალოსანი და არაერთგზის პრიზიორი სხვადასხვა კლასში.

ამჟამად ის არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნახევარგამტართა ფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის პრეზიდენტი და თსუ-ს ალპური კლუბის ხელმძღვანელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები