LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიცანით „ფორტუნას“ მორიგი აღმოჩენა –  სუპერმომხიბვლელი ქართველი ექიმი

1534

რადიო „ფორტუნას“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ყველაზე მომხიბვლელი ექიმების რეიტინგს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი ტოპ 10 ცნობილი ქართველი ექიმებითაა დაკომპლექტებული. მთელი დღის განმავლობაში ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლები საკუთარ მოსაზრებებს კომენტარებით აფიქსირებენ. სწორედ მათი კომენტარებიდან „ფორტუნასთვის“ ცნობილი ხდება კიდევ ერთი ექიმის შესახებ. ეს უკანასკნელი თვალის კლინიკა „დავინჩის” ექიმი-ანესთეზიოლოგი ნიკა კაჭარავაა. ის 2008-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. პრაქტიკა კი თურქეთისა და ბულგარეთის კლინიკებში გაიარა.

როგორც ჩანს ნიკა კაჭარავა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სარეკლამო რგოლებში და ის სხვადასხვა ღონისძიების წამყვანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები