LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გახიშტულმა ჯოკერმა“ ანრი ჯოხაძემ სოლოკონცერტის პროვოკაციული რეკლამა წარადგინა

86

ანრი ჯოხაძე ბათუმში პირველ გრანდიოზულ სოლოკონცერტს მართავს. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში ის მსმენელის წინაშე ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე წარდგება.

ანრიმ კონცერტის რეკლამისთვის უჩვეულო ხერხი აირჩია და რაც საკუთარ თავზე კრიტიკული მოუსმენია, საკუთარი კარიერული გზის განმავლობაში, იქიდან ტოპფრაზები აირჩია, რომლებიც რეკლამაში გამოიყენა – „კაცი, რომელიც „თბილისოს“ გაარემიქსებს, დასაჭერია“, „ვის უნდა ამისი ისტერიკული კივილი?!.“, „ეს საქართველოში ვერაფერს მიაღწევს“, „რომელი, გახიშტული ჯოკერი?!“ – ეს ფრაზები რეკლამას თან გასდევს.

თავად ანრიმ კლიპი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა და დაწერა: „გახსოვდეთ!. ცხოვრებაში შეიძლება, ბევრჯერ მოგიხურონ ცხვირწინ კარი!. ბევრჯერ გაგლანძღონ, შეეცადონ თქვენს წაქცევას, დისკრედიტაციას, თუმცა ყოველთვის იპოვეთ ძალა, ყოველი დარტყმის შემდეგ, განაგრძოთ სვლა წინ და თქვათ – „მე მაინც მოვალ“.

კლიპი სწორედ ამ სიტყვებით სრულდება, რომელსაც თავად ანრი ამბობს.

კონცერტი 30 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები