LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარტივებული ონლაინ ვაჭრობა “საქართველოს ფოსტისგან”

202

დღეიდან საქართველოში ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ  მსოფლიო მასშტაბით წარმოებულ ელექტრონულ ვაჭრობაში უფრო ადვილად ჩაერთონ.

როგორც “ფორტუნას”  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ამის შესაძლებლობას კომპანიებს  „საქართველოს ფოსტის“ ახალი  საფოსტო ჰაბი მისცემთ, რომლის პრეზენტაციაც დღეს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება.

„საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით, კომპანიებს საშუალება ექნებათ ერთიანი პროდუქტის სახით მიიღონ სატერმინალო და საკურიერო მომსახურება, აეროპორტშივე მოახდინონ ტვირთის განბაჟება, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სისტემაში საქონლის რეგისტრაცია (საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო დეკლარაციის მომზადება და მიმღებისთვის გადაცემა), ამანათების სორტირება, შეფუთვა და შემდეგ უკვე ადგილზე, საქართველოს ნებისმიერ წერტილში ადრესატთან მიტანა.

„საქართველოს ფოსტას“ თბილისის  ყველა უბანსა და  ქვეყნის ყველა რეგიონში  გააჩნია მომსახურების სერვისცენტრი, რაც  ხელს შეუწყობს  ელექტრონულ ვაჭრობასთან დაკავშირებული პერსპექტივების განვითარებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები