LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამგებლის წარმომადგენელს ქრთამის აღებისთვის თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

93

თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენის გამგებლის წარმომადგენლის დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა, თანამდებობრივი უფლება–მოვალეობების შესრულებისას, ყურძნის წარმომავლობასთან დაკავშირებული ცნობის გაცემის სანაცვლოდ, ერთ–ერთი მოქალაქისგან  ქრთამის სახით 1000 ლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6–დან 9–წლამდე ვადით”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები