LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამომძიებელსა და პროკურორს შორის კომუნიკაციის 98% არის სატელეფონო – მთავარი პროკურორი

91

საქართველოს მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარი დადგინდება. ამის შესახებ მან კონფერენციაზე „საგამოძიებო სისტემის რეფორმა“ განაცხადა.

„როდესაც საპროკურორო საქმიანობის რეფორმებზე ვსაუბრობდით, თავიდანვე ითქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არის მკაფიო ზღვარი საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის, რაც შემდგომში იწვევს პასუხისმგებლობის გაურკვევლობას, ფუნქციების დუბლირებას. ეს ცალსახად აისახება ხარისხზე. მოხარული ვარ, რომ შსს-სთან ერთად ძალიან მცირე დროში შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა ერთიანი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის მკაფიო ზღვარის დადგენა კანონმდებლობის საფუძვლზე.

სამუშაო რეჟიმში გარკვეული მოდელები მოვთელეთ და მზად ვართ, საჯაროდ გამოვიტანოთ განსახილველად. ორივე უწყებას გვსურს, გამოძიებაც და საპროკურორო ზედამხედველობაც ეფექტური იყოს,“ – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მთავარი პროკურორის თქმით, გამომძიებელსა და პროკურორს შორის კომუნიკაციის 98% არის სატელეფონო და უმჯობესია, ეს დოკუმენტურ ფორმად იქცეს.

„მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო რეფორმის წამოწყება იმ კუთხით, რომ ზუსტად ვიცოდეთ, სად იწყება გამომძიებლის უფლებამოსილება და სად მთავრდება ეს უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. თუ კანონმდებლობა ამ მიმართულებით მკაფიო იქნება და ჩამოაყალიბებს ორივე ამ ძირითადი მოთამაშის ფუნქციებსა და მოვალეობებს, შედეგიც ცალსახად იქნება ხარისხიანი, ნდობის ხარისხი ამ მიმართულებით იქნება გაზრდილი,“ – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები