LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“განათლებაში მეტი ინვესტიციაა საჭირო” – მიხეილ ჩხენკელი

139

“მცირე მთავრობის კონცეფცია არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები, როგორც სტრუქტურასთან, ასევე კადრებთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა მიხრილ ჩხენკელმა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა მისი სამინისტროს შერწყმა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და მოიაზრება თუ არა ის მთავრობის საბოლოო შემადგენლობაში, მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს მსჯელობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

“მიმდინარეობს კონსულტაციები ზოგადად მთავრობის ოპტიმიზაციის კუთხით, რამე თუ მიზანი არის მთავრობა იყოს მოქნილი და ეფექტური. ბევი საკითხი იხილება ჯგუფში,” – აღნიშნა ჩხენკელმა.

მან ასევე, ისაუბრა პრემიერმინისტრობის კანდიდატის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მნიშველოვანია მეტი ინვესტიცია განათლებაში.

“პრემიერობის კანდიდატმა გააკეთა მნიშვენლოვანი განცხადება და განათლება პრიორიტეტად გამოაცხადა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიციაა საჭირო განათლებაში. ეს არის მნიშვნელოვანი დარგისთვის და ქვეყნისთვის. ჩემი აზრითაც, ყველაზე მთავარი ინევსტიცია არის განათლება,” – აღნიშნა ჩხენკელმა

პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. რეგლამენტის თანახმად, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის 14 კანდიდატის პროგრამას მოუსმენენ საპარლამენტო კომიტეტები, ფრაქციები, საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა. დღის ბოლოს კი ბიუროს სხდომა გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები