LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განათლების მინისტრობის კანდიდატს შთამეჭდავი CV აქვს, წარმატებებს ვუსურვებ – ნიკა რურუა

76

“მექანიკური შერწყმა არაფრის მომცემია, ბიუროკრატია უნდა შემცირდეს, რაც არ ვიცით, ხდება თუ არა,”– ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, ნიკა რურუა, მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს. როგორც ნიკა რურუა “ფორტუნასთან” აცხადებს, ცვლილებები უფრო შთაბეჭდილების და საქმის კეთების ილუზიის შექმნისთვის ტარდება. რურუა მიუთითებს, რომ რეალურად არაფერი შეიცვლება, რადგან  “შემცვლელი ივანიშვილი ისევ თავის ადგილზეა, არაფორმალურ მმართველად”.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, რურუა საფრთხეს ხედავს შინაგან საქმეთა მინისტროს პოსტზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენაში. აკრიტიკებს ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძის კანდიდატურასაც და მის მენეჯერულ უნარებში ეჭვის საფუძველს ხედავს. მთავრობის გადაწყვეტილებებებიდან ოპონენტი დადებითად განათლების მინისტრის შეცვლას აფასებს.

“ძალიან ცუდია, რომ შს მინისტრად ნიშნავენ ადამიანს, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთთან, ოკუპანტ ქვეყანასთან. მას იქ ბიზნესი აქვს, დარეგისტრირებულია როგორც გადამხდელი რუსეთის ფედერაციის და სრულიად დაუშვებელია, შესაბამისი მასალა რუსთავი 2-ს აქვს არქივში, სიუჟეტი ჰქონდათ ამაზე. სიგნალი, რომ რუსეთთან კავშირში მყოფი ადამიანი ინიშნება ძალოვანი უწყების ხელმძღვანელად, უკიდურესად შემაშფოთებელია. ამან გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ევროატლატიკურ ინტეგრაციაზე, ეს ძალიან გავს იგორ გიორგაძის, შოთა კვირაიას დანიშვნას, პირდაპირ მოსკოვიდან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება გადასახედია.

განათლების უწყებიდან ჯეჯელავას წასვლას რაც შეეხება, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ყოვლად შეუფერებელი იყო, მას არაფერი გაუკეთებია. ახალ კანდიდატს რაც შეეხება, გამოჩნდება. მას შთამბეჭდავი სივი აქვს ძალიან, ამიტომ წარმატებას, ცხადია, ვუსურვებ, მიუხედავად იმისა, რომ ოპონენტი ვარ. განათლება პრიორიტეტულია ჩვენს ქვეყანაში. 

წულუკიანი რატომ დატოვეს არ ვიცი, მინისტრი ვინც ყველა მიმართულებით უამრავი საქმე გააფუჭა. ყველა საქმე წააგო საქართველოს სახელით, 9-ჯერ დაუბლოკეს მოსამართლეები. სიძულვილის ფრქვევის მეტს ეს ქალბატონი არაფერს აკეთებს. 

მამუკა ბახტაძეს რაც შეეხება, რკინიგზა მის ხელში პირველად გახდა წამგებიანი ორგანიზაცია. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკა, რკინიგზა ყოველთვის მომგებიანი იყო, ასე რომ მის მენეჯერულ უნარებში სერიოზული ეჭვის საფუძველი არსებობს,”-აცხადებს ნიკა რურუა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები