LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაბანში ნახშირზე მომუშავე თბოსადგურის პროექტში ჩინური კომპანია ერთვება

162

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან დაკავშირებულლი კომპანია CPpower-ს და ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ჩინურ კორპორაცია Dongfang Electric Corporation შორის გარდაბნის მუნიციპალიტეტში 300 მგვტ. ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის პროექტირების შესყიდვის და მშენებლობის (EPC) ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

ინდუსტრიული ჯგუფის ინფორმაციით, კონტრაქტის ჯამური მოცულობა 200 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო დაგეგმილი ინვესტიცია 250 მლნ. აშშ დოლარს უდრის. ჩატარებულია წინა სამშენებლო მოსამზადებელი სამუშაოები. ძირითადი მშენებლობის დაწყება 2018 წელს იგეგმება, ხოლო ექსპლუატაციაში შესვლის ვადა 2020 წლის ბოლო კვარტალია. თბოელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 300 მგვტ. იქნება. ოპერირების პერიოდში თბოელექტროსადგური სრულად მოიხმარს საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებულ ნახშირს.

საერთაშორისო ტენდერის შედეგების მიხედვით, კონტრაქტორი კომპანია შეირჩა ჩინური კომპანია Dongfang Electric Corporation, რომელსაც ინდუსტრიული ჯგუფის ინფორმაციით, უდიდესი გამოცდილება გააჩნია მსგავსი ტექნოლოგიის თბოელექტროსადგურების მშენებლობაში, როგორც ჩინეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები