LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გატაცებული თვითმფრინავი, რომელზეც 118 ადამიანი იმყოფება,მალტაზე დაჯდა

113

მალტაზე დაეშვა გატაცებული ლიბიური თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 118 ადამიანი იმყოფება.

მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ მას ლიბიური ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის დაშვების შესახებ აცნობეს, რომელიც, სავარაუდოდ, გატაცებულია.

Times of Malta-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ს კუთვნილი თვითმფრინავი მალტის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. გამოცემა წერს, რომ ლაინერი ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა და ის ორმა მამაკაცმა გაიტაცა, რომლებიც აფეთქებით იმუქრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები