LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზრდილი შემოსავალი მომხმარებლის ხარჯზე – ფალსიფიცირებული ცემენტის წილი გაიზარდა

99

2017 წელს „საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ინიციატივით(GCA), საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის, სამი ფარული ტესტირება ჩატარდა. რიგით მესამე ფარული ტესტირების შედეგად (დეკემბერი) ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტებით წაყენებული მოთხოვნები, სამმა კი მინიმალურად დასაშვები მაჩვენებელი აჩვენა.

„საქართველოს ცემენტის ასოციაციის“ ინფორმაციით, ევროპული სტანდარტის (EN 197-:2011) მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო სარემონტო სამუშაოებისთვის ვარგისი ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე უნდა აღემატებოდეს 32.5 MPA-ს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით 2017 წლის აპრილში გამოცდილი 25 სხვადასხვა ცემენტებიდან მხოლოდ რვა აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს.

2017 წლის აგვისტოში გამოცდილი 27 სხვადასხვა ცემენტებიდან მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს.

”აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი ცემენტის დამზადებისთვის აუცილებელი საბაზისო კომპონენტების ნაცვლად გამოყენებული იყო იაფი და უვარგისი მასალები. საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებული ცემენტის წილის 20%-მდე ზრდამ ცხადყო, რომ მწარმოებლები ცდილობენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი შემოსავალი მომხმარებლის ხარჯზე. გასულ წელს  დაახლოებით 300 000 ტონა დაბალი ხარისხის ცემენტი გაიყიდა, რაც საერთო ბაზრის 13 %-ს შეადგენს”, – აცხადებენ „საქართველოს ცემენტის ასოციაციაში”.

ცნობისთვის, 2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხარისხის კონტროლის კოორდინაციას ახორციელებს ააიპ „საქართველოს ცემენტის ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს, ისეთი პროდუქტის წარმოებაში, რომელიც პასუხობს შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს. საქართველოს ცემენტის ასოციაციის დღის წესრიგშია ასევე სახელმწიფო უწყებებთან და სამთავრობო სექტორთან მჭიდრო კომუნიკაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები