LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

.გე დომენის ზონაში ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების რეგისტრირება შემოდგომიდან დაიწყება

63

.გე დომენის ზონაში ქართულენოვანი ინტერნეტ-მისამართების გამოყენება შემოდგომიდან გახდება შესაძლებელი. .გე დომენის ადმინისტრატორი ”საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრია” (ITDC). ადმინისტრატორსა და საქართველოში ჰოსტინგით  მომსახურებაზე ავტორიზებულ პირებს შორის შეხვედრა დღეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში ახალი, ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელის დანერგვის დაანონსება და .გე ზონაში დომენური სახელების პოტენციური რეგისტრატორებისთვის რეგისტრაციის წესებისა და პირობების გაცნობა.

კომუნიკაციების ეროვნული კიმისიის განმარტებით, ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელი გულისხმობს იმას, რომ აბონენტი (რეგისტრანტი) სასურველი დომენური სახელის დარეგისტრირებას განახორციელებს არა უშუალოდ ადმინისტრატორთან, არამედ რეგისტრატორების მეშვეობით. აღნიშნული მოდელი რეკომენდებულია ICANN-ის (მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაცია) მიერ და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას წარმოადგენს. ადმინისტრატორ-რეგისტრატორის მოდელი ხელს უწყობს ყველა რეგისტრატორის ერთნაირ პირობებში ჩაყენებას, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ბაზრის უკეთ განვითარების მიზნით.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სამართლებრივ, ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებზე ისაუბრეს. კომპანიების – “პროსერვისისა“ და „გრენას“ წარმომადგენლებმა .გე დომენის ზონაში რეგისტრატორობის სურვილი გამოთქვეს.

ქვეყანასთან ასოცირებული ეროვნული ზედა დონის დომენი .გე საქართველოს მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციის მიერ მოენიჭა.

პოპულალურები