LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეი პრემიერის ქმარი მსოფლიოს ლიდერების ცოლებთან ერთად – ერდოღანის ცოლი უკმაყოფილო ჩანდა

861

ლუქსემბურგის გეი პრემიერ-მინისტრის, ხავიერ ბეტელის ქმარი,  ნატო-ს კონფერენციის დროს მსოფლიოს სხვა ლიდერების ცოლებთან და მეგობარ ქალებთან ერთად ესწრებოდა მიღებებს.

ბელგიელი არქიტექტორი გოტიე დესტენეი მელანია ტრამპთან ერთად შეუერთდა მსოფლიო ლიდერების მეუღლეებს, სანამ ქვეყნების პირველი პირები მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს წყვეტდნენ კონფერენციაზე.

ლუქსემბურგის პირველი ჯენტლმენი, რომელზეც პრემიერ-მინისტრი 2015 წელს დაქორწინდა, ქალებთან ერთად პოზირებდა ლიკენის სამეფო სასახლეში. ის შავ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და ნაცრისფერი ჰალსტუხი ეკეთა.

ფოტოს გადაღების დროს დესტენეი მელანია ტრამპისა და ემინე ერდოღანის უკან იდგა. ჟურნალისტები წერენ, რომ თურქეთის მუსულმან პირველ ქალბატონს არც ისე კმაყოფილი სახე ჰქონდა.

 

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნის პირველი გეი ლიდერი იყო, წყვილი ლუქსემბურგში ერთი და იმავე სქესიან ადამიანთა ქორწინების დაწესებისთანავე დაქორწინდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები