LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ხვედელიძეს ორი ოპერაცია ერთდროულად უტარდება

62

გელა ხვედელიძე საოპერაციოდ რამდენიმე წუთის წინ შეიყვანეს. შს მინისტრის ყოფილი მოადგილის ცოლმა, მარეხი ფერაძემ განაცხადა, რომ დაზარალებულს ერთდროულად ორ ოპერაციას ჩაუტარებენ – თვალის და ყბის.

მარეხი ფერაძე ამ წუთებში საავადმყოფოში გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

გელა ხვედელიძეს თავს დღეს დაესხნენ. შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ხუციშვილის თქმით, საქმეში არ ფიგურირებს იარაღი, დანაშაულის მოტივზე საუბარი კი, ჯერ-ჯერობით, ნაადრევია.

უცნობია თავდასხმის დრო და ადგილიც.

გელა ხვედელიძე 2013 წელს მაშინდელი შს მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. იმავე წელს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების ბრალდებით დააკავეს და რამდენიმე დღეში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები