LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gem Fest-ის ოფიციალური განცხადება – „უფრთხილდით ბიოს”

87

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem Fest-ის ორგანიზატორები ოფიციალური განცხადებით რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომელიც მედიასაშუალებებით დღის განმავლობაში გავრცელდა. მოგეხსენებათ, 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, რამდენიმე ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს ზუგდიდის საავადმყოფოში. ექიმების თქმით, ისინი გაურკვეველი ტოქსიკური საშუალებებით მოიწამლნენ.

ფესტივალის ორგანიზატორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მკაცრად კონტროლდება ყველა შემსვლელი, ისინი კი თავად ანტინარკოტიკულ პროპაგანდას აქტიურად ეწევიან.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამორჩეულად ისინი ბიოს წინააღმდეგ გამოდიან, რომელიც ძალიან საშიშია სიცოცხლისთვის. როგორც ჩანს, 22 წლის გოგონა სწორედ ბიოს მოხმარების შედეგად გარდაიცვალა.

გთავაზობთ განცხადებას:

GEM Fest ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს!
შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM Fest ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება. შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო! საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი,რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს.
კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას რომ ბიო არის შხამი და ის კლავს!”

 

https://www.facebook.com/GemFestival/posts/2011639405789600

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები