LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gem Fest-მა ანაკლიაში მედიატური გამართა

91

ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 3 მაისს ანაკლიაში მედიატური გაიმართა. ქართული მედიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ ხუთწლიან პროექტს ადგილზე გაეცნენ. პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. განსაკუთრებით ანაკლიასა და განმუხურში, ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის (GEM Fest) გამართვასთან დაკავშირებით არსებული ინვესტიციებისა და შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაში.

პროექტის მიზანია საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რეკლამირების პაკეტების მიწოდება; საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ტრენინგების გამართვა და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული სხვა ღონისძიებების ხელშეწყობა.

ამჟამად, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე პროექტის ბენეფიციართა ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი, ან გაყიდულია, როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.

პროექტის განხორციელების შედეგად სამუშაო ადგილი შეიქმნება, გაიზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. პროექტი 2021 წელს დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები