LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gem Fest-ზე შიშველი კაცი დააკავეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

249

ანაკლიაში, Gem Fest-ზე შიშველი მამაკაცი ცდილობდა პლაჟზე გადაადგილებას, რის გამოც შსს-მ გამოძიება დაიწყო. მანამდე  პლაჟიდან შიშველი მამაკაცის გაყვანა პატრულმა მოახერხა, რადგან ის მათ მითითებას არ დაემორჩილა.

საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და ითვალისწინებს 100 ლარიან ჯარიმას ან 90-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას.

 

შიშველი მამაკაცის ამსახველი ფოტოები “ლაივპრესმა” გაავრცელა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები