დაკავებული სამხედრო ექსპერტის, უჩა აბაშიძის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ დიღმის სამმართველო დატოვა. მან თავის დაცვის ქვეშ მყოფი მოინახულა.
„მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი”- შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძეზე
ადვოკატის განცხადებით, „რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული”:
„მივაწოდე ინფორმაცია, რომ შსს-სა და პროკურატურას ვთხოვე მასალების გადმოცემა, თუმცა გამომძიებელმა მითხრა, რომ მათ გონივრულ ვადაში გადმომცემენ . კანონში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადმომეცეს მტკიცებულებები, რომლებიც აქვთ და რომლებსაც სასამართლოში გამოიყენებენ. საქმის მასალები არ გვაქვს, ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა ბრალდებულად ითვლება. რა იარაღებიც ამოიღეს, ის კანონიერად აქვს დარეგისტრირებული. დანარჩენი “airsoft”-ის იარაღებია, რომლის ქონაც არანაირი პრობლემა არ არის. ეს არის გასართობი თოფი. ექსპერტიზის პასუხიც ჯერ კიდევ არ არის”- განაცხადა ადვოკატმა.
მისივე შეფასებით, ბრალდებული დაკავებას ბოლო პერიოდში მის აქტიურობას უკავშირებს:
“თვითონ დაკავებას, თავის ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. დაზიანებებზე არ უსაუბრია, ახლაც მასთან იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი უჩასთან სახალხო დამცველის მიმართვის შემდეგ მივიდა, თუმცა აღნიშნულმა უწყებამ დაიწყო თუ არა გამოძიება, ჯერ ცნობილი არ არის” – განაცხადა გიორგი მახარაძემ.
პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს – რას აცხადებს ადვოკატი