LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მომხდარ ავარიას 28 წლის „გლოვოს“ კურიერი ემსხვერპლა

947
ავარია

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის მკვიდრი, 28 წლის ვალერი იმედაშვილი ემსხვერპლა.

ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

როგორც გამოცემას ადგილობრივებმა უთხრეს, ახალგაზრდა მამაკაცი „გლოვოს“ კურიერად მუშაობდა და მოპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტობუსს შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მიღებული მძიმე ტრავმების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ვალერი იმედაშვილი ოჯახთან ერთად რუსთავში ცხოვრობდა.

გარდაცვლილის ცხედარი მშობლიურ სოფელ გავაზში გადაასვენეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: „მთავარი ამბები კახეთიდან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები