რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის მე-3 სართულის აივნიდან 12 წლის გოგო გადმოვარდა.
ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოზარდი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.
მათივე ცნობით, 12 წლის გოგო კლინიკაში შეყვანის დროს გონზე და კონტაქტური იყო.
სააგენტო წერს, რომ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.
დამატებითი დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.
