LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის იარაღს პოლიცია მტკვარში ისევ ეძებს

85

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსთავში, მდინარე მტკვარში სამართალდამცავებმა საძიებო სამუშაოები დილიდან განაახლეს.

უკვე მეხუთე დღეა, სამართალდამცავები სპეციალური ტექნიკით, აკვალანგისტებისა და მაშველების დახმარებით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები რუსთავში, მდინარე მტკვარში, იარაღთან ერთად, ტანსაცმელსაც ეძებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, საუბარია ტანსაცმელზე, რომელიც მკვლელს, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენისას ეცვა და მკვლელობის შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით, დანაშაულის იარაღი და სხვა ნივთმტკიცებები, მათ შორის ტანსაცმელი, მტკვარში გადაყარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები