LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Georgian Bus-ის მგზავრები უფასო WiFi -ით ისარგებლებენ

118

სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus-ის მგზავრები უფასო WiFi -ით ისარგებლებენ. როგორც ”ფორტუნას”  WiFisher-ის დამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა,  სატრანპორტო კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე, Georgian Bus-ის რამდენიმე ავტობუსში  WiFisher-ის ინოვაციური სისტემა დაინერგება.   ამასთან, ივანიძის განმარტებით, აღნიშნული მომსახურებით უკვე სარგებლობენ METRO GEORGIA-ს მგზავრები.  უფასო WiFi კომპანიის სამ ავტობუსში  ერთი თვეა გაეშვა.

”განვაგრძობთ გაფართოებასა და ჩვენი მომსახურების დანერგვას სრულიად საქართველოს მასშტაბით. ზაფხულში WiFisher-ის  სისტემა ბათუმში 12 ლოკაციაზე განვათავსეთ, თითო-თითო კაფეში კი გორსა და ქუთაისში. ამასთან, შევედით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და უახლოეს მომავალში ქუთაისის აეროპორტსაც ავითვისებთ”, – აღნიშნა ნოდარ ივანიძემ.

როგორც WiFisher-ის დამფუძნებელმა  განმარტა, კომპანია ერთი წელია დაარსდა და ამ პერიოდში თითქმის 400%-იანი ზრდა აქვს. საქართველოში WiFisher-ის ინოვაციური სერვისი 100 ლოკაციაზე დაინერგა, ერევანში კი 10 ობიექტზეა წარმოდგენილი. ამ რაოდენობაში არ შედის სატრანსპორტო კომპანიები.

”იზრდება დამკვეთების რაოდენობა და მუდმივად ვიზრდებით ჩვენც…  კომპანიის პროდუქტის უპირატესობა არის ის, რომ დამკვეთს ეძლევა უნიკალური საშუალება „გავიდეს“ თავის სამიზნე აუდიტორიაზე ლოკაციის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ დამკვეთის აუდიტორია დადის კაფე „ა“-ში, მაშინ ის სწორედ იქ განათავსებს რეკლამას. ყველა მომხმარებელი ვინც კი უკავშირდება ინტერნეტს, ნახულობს რეკლამას. ამ სერვისით დამკვეთი მარტივად შედის სამიზნე აუდიტორიასთან ინტერაქციაში,”- აღნიშნა ივანიძემ.

ცნობისთვის, WiFisher  ერთი წლის წინ შეიქმნა კომპანიებისთვის ახალი, საინტერესო და საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური სარეკლამო ხაზის შეთავაზებისთვის. კომპანია კაფეებში, რესტორნებში, ბარებში, კლუბებსა და ელოქტრონული მუსიკის ფესტივალებზე აყენებს თავის უკაბელო ინტერნეტის აპარატურას, რის შემდეგაც კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ ინტერნეტით განათავსონ WiFi  რეკლამა მოცემულ ობიექტებში. სტრუქტურა საკმაოდ მარტივია – მომხმარებელი სანამ დაუკავშირდება ინტერნეტს, მობილური ტელეფონის ან „ლეპტოპის“ეკრანზე ეხსნება სარეკლამო სტატიკური ბანერი, ანიმაცია ან ვიდეო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები