LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geovoice მომხმარებელს 900-ამდე სახეობის პრო-აუდიო და მუსიკალურ აპარატურას სთავაზობს

460

პრო-აუდიო და მუსიკალური აპარატურის მაღაზია Geovoice მომხარებელს 900-ამდე სახეობის პროდუქციას სთავაზობს. ამასთან, Geovoice საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელია მსოფლიოში აღიარებული ისეთი ცნობილი ბრენდების, როგორებიცაა: DAS AUDIO, Native-instruments, AKAI professional, Behringer და SHURE.

როგორც ”ფორტუნას” Geovoice-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა, ლაშა მათითაიშვილმა განუცხადა, მომავალი კვირიდან მათ მაღაზიაში Behringer-ის ბრენდის პროდუქციის გაყიდვა დაიწყება.

”ჩვენი კომპანია ბაზარზე 15 წელია საქმიანობს. თავდაპირველად, ძირითადად, პრო-აუდიო და მუსიკალური აპარატურის გაქირავებით ვიყავით დაკავებულები, ბოლო 2 წელია კი ინტენსიურად ჩავებით პროდუქციის რეალიზაციის საქმეში. გვაქვს მაღაზია თბილისში, ყაზბეგის 25-ში, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პროფესიონალური აუდიო აპარატურა. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია უზუნველყოფს პროექტების შედგენა-დაგეგმვას, მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებასა და ინსტალაციას”, – აღნიშნა ლაშა მათითაიშვილმა.

მისივე თქმით, Geovoice-ს მიზანია, დანერგოს და მომხმარებელისთვის ხემისაწვდომი გახადოს უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები. კომპანია ცდილობს, შექმნას მომსახურების ისეთი სტანდარტი, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოში.

კითხვაზე, რამდენად მომგებიანი მუსიკალური აპარატურის ბიზნესი საქართველოში, Geovoice-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ ეს ძალიან ვიწრო სფეროა, თუმცა ნელ-ნელა ვითარდება და პრო-აუდიო და მუსიკალურ აპარატურაზე მოთხოვნაც იზრდება.

”რაც შეეხება რეგიონებში გაფართოებას, ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არსებობს. ჩვენ ვმუშაობთ პროფესიონალურ ტექნიკაზე და არა სახლის ტექნიკაზე, ამიტომ მსხვილი ორგანიზაციები, რესტორნები… ის, ვისაც სჭირდება პრო-აუდიო ტექნიკა, საკუთარ დაწესებულებას ამარაგებს თბილისიდან. ანუ, ჩამოდიან დედაქალაქში და ჩვენთან ყიდულობენ აპარატურას”, – ამბობს ლაშა მათითაიშვილი.

მისივე ინფორმაციით, Geovoice სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო ბრენდთან თანამშრომლობას და პროდუქციის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები