LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქრები გელოდებიან – როგორ შეიცვალა „გრანდ ელექტრონიქსის“ კამპანია

106
საჩუქრები-გელოდებიან-1200x600

მიუხედავად პანდემიისა და სრულიად შეცვლილი ცხოვრების სტილისა, ერთი რამ ჩვენს ცხოვრებაში კვლავ უცვლელად რჩება: წინასაახალწლო სამზადისსა და ჯადოსნურ განწყობას ხელს ვერაფერი უშლის.

დღეიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კონკრეტული შეზღუდვებით გაიხსნა. საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვის, მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობისა და სხვა შეზღუდვების მიუხედავად, მაინც არის რაღაცები, რაც წინა წლების წინასაახალწლო ჯადოსნური პერიოდიდან დავიბრუნეთ. მაგალითად:

მორთული სავაჭრო ცენტრები

საახალწლოდ მორთული სავაჭრო ცენტრები წინა ცხოვრებიდან კვლავ დავიბრუნეთ. საჩუქრების შერჩევისას ხომ განწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სავაჭრო ცენტრების მთელი პერსონალიც სწორედ ამაზე ზრუნავს.

საახალწლო სიმღერები

შეიძლება ძალიან ბევრი მომხმარებელი მადლიერიც კია, რომ გამუდმებით ‘’All I want for Christmas’’ აღარ გაისმის გარშემო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – საშობაო სიმღერების გარეშე საახალწლო შოპინგს ის განწყობა და ჯადოსნური მუხტი არ აქვს, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს.

მორთული ვიტრინები

სამწუხაროდ, საღამოობით სეირნობით ვერ ვტკბებით, ვერც საშობაო ბაზრობაზე გავისეირნებთ და ვერც ცხელ-ცხელ, სურნელოვან გლინტვეინს დავაგემოვნებთ მეგობრებთან ერთად, თუმცა საშობაოდ მორთული ვიტრინები და ღია მაღაზიები საღამოს 6-7 საათზეც საკმარისად ბრჭყვიალებენ იმისთვის, რომ საშობაო განწყობა აგვიმაღლდეს.

საჩუქრები დახლებზე

დაბოლოს, 24 დეკემბრიდან ჩვენ კვლავ გვაქვს საშუალება, მიუხედავად შეზღუდვებისა, საჩუქრები, რომლებიც მანამდე მოწყენილები ისხდნენ დახლებზე, ბოლოს და ბოლოს შევიძინოთ და საყვარელი ადამიანებისათვის შევფუთოთ, შემდეგ კი საათის 12-ჯერ დარეკვას დაველოდოთ, რათა ისინი გამოვაჩინოთ და ოჯახის წევრები თუ მეგობრები გავაბედნიეროთ.

კამპანია „საჩუქრებმა მოიწყინეს“ ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსმა“ დაიწყო. მისი მიზანი იყო, მომხმარებელს დაენახა, რომ პანდემიის დროს არა მხოლოდ ადამიანები, არამედ – საჩუქრებიც იწყენენ, მით უმეტეს, რომ წინასაახალწლო პერიოდში, არ აქვს მნიშვნელობა კარანტინია თუ არა, ყველას უნდა საჩუქრები – დიდსაც და პატარასაც.

თუმცა, თუკი პანდემიის გამო მაინც ყოყმანობთ, ესტუმროთ თუ არა ხალხმრავალ სავაჭრო ცენტრებს, მაგრამ არც უსაჩუქროდ დარჩენა გსურთ, არ დაგავიწყდეთ, რომ „გრანდ ელექტრონიქსში“ ტექნიკის პირდაპირ და განვადებით შეძენა ვებგვერდის საშუალებითაა შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ აქ ფასდაკლებებიც მოქმედებს, ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისიც უფასოა.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები