LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

131

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავა.  25 და 34 წლის მამაკაცებს, რომლებიც  ბავარიაში აიყვანეს, აშაუსა და როზენჰეიმში რამდენიმე სუპერმარკეტის გაქურდვაში ედებათ ბრალი.

საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ „მერსედესის“ მარკის ავტომობილში პოლიციამ რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ნაქურდალი ნივთები იპოვა, მათ შორის, თამბაქო და კოსმეტიკური საშუალებები.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული მანამდე ქურდობის მუხლით ნასამართლევი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები